ავტორი:

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთსაათიან ვადას აძლევენ - პროტესტანტთა 2 მოთხოვნა

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ერთსაათიან ვადას აძლევენ  - პროტესტანტთა 2 მოთხოვნა

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას 2 მოთხოვნით მიმართავენ. მოთხოვნები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გამოაცხადა.

უფრო კონკრეტულად, ვაშაძის განმარტებით, მოთხოვნები შემდეგია: "დაუყოვნებლივ გაიხმოს "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონი პარლამენტიდან და ყველა პირი, რომელიც გუშინ უკანონოდ დააპატიმრეს, გათავისუფლდეს".

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესასრულებლად 1-საათიან ვადას აძლევენ, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საზოგადოებას შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებს გააცნობენ.

იხილეთ ასევე: