ავტორი:

"ნიკუშა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავს, სამი დღეა, არ გასულა მიტინგიდან... ამაზეა ნათქვამი, კვიცი გვარზე ხტისო" - რას წერს სააკაშვილი?

"ნიკუშა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავს, სამი დღეა, არ გასულა მიტინგიდან... ამაზეა ნათქვამი, კვიცი გვარზე ხტისო" - რას წერს სააკაშვილი?

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვილის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, გასული სამი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდა.

"ნიკუშა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით მგავს არა მხოლოდ გარეგნულად არამედ, ხასიათით - სამი დღეა არ გასულა მიტინგიდან. ამაზეა ნათქვამი კვიცი გვარზე ხტისო" - წერს სააკაშვილი.

ნიკოლოზ სააკაშვილი გუშინდელ აქციაზე დედასთან ერთად გამოჩნდა.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედიდან" თბილისში გამართულ აქციებს მანამდეც გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც "ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე", საამაყოები არიან.

"ამ თაობამ არ იცის თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული. სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ, გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.

ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ.

გარდა ამისა, ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლების მოყვარეობის.

მინდა ვთქვა, რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ".