ავტორი:

ქალი ევროკავშირის დროშით CNN-ის კვირის გამორჩეულ ფოტოებს შორის მოხვდა: რას წერს გამოცემა ნანა მალაშხიას ფოტოზე

ქალი ევროკავშირის დროშით CNN-ის კვირის გამორჩეულ ფოტოებს შორის მოხვდა: რას წერს გამოცემა ნანა მალაშხიას ფოტოზე

7-8 მარტს, თბილისში ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ქალის, ნანა მალაშხიას ფოტო CCN-ის კვირის საუკეთესო ფოტოებს შორის მოხვდა.

გამოცემა აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით: "კვირა 37 ფოტოში" და მალაშხიას ფოტოს აღწერაში წერს:

"სამშაბათს, 7 მარტს, თბილისში, საქართველოში, სპეცრაზმელებთან შეტაკების დროს მომიტინგეები, რომლებიც ევროკავშირის დროშას აფრიალებენ და მათ წყლის ჭავლით ასხამენ.

ორი ღამის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციის შემდეგ, საქართველოს მმართველმა პარტიამ უკან გაიწვია სადავო კანონპროექტი "უცხოური გავლენის შესახებ".

კანონმდებლობა ავალდებულებდა ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი წლიური შემოსავლის 20%-ს ან მეტს საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც "უცხოური აგენტები", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდნენ.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული კანონი ძალიან ჰგავს რუსულ კანონს, რომელსაც რუსეთი განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური ოპოზიციის ჩასახშობად იყენებს", - წერს CNN.

ასევე იხილეთ: