ავტორი:

"ხანძართან დაკავშირებით ვრცელდება მრავალი გადაუმოწმებელი ინფორმაცია..." - რა განცხადებას ავრცელებს "ამბასადორი ჯგუფი"?

"ხანძართან დაკავშირებით ვრცელდება მრავალი გადაუმოწმებელი ინფორმაცია..." - რა განცხადებას ავრცელებს "ამბასადორი ჯგუფი"?

"ამბასადორი ჯგუფის" ადმინისტრაცია სასტუმროში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, მომხდართან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციის გავრცელეისგან თავი შეიკავონ.

"ამბასადორი ჯგუფი" მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფს, მეხანძრე-მაშველს, პოლიციას და სასტუმროს ყველა თანამშრომელს დროული რეაგირებისთვის.

სტუმრების ერთი ნაწილი გადაყვანილია შენობის მეორე, უსაფრთხო ფლიგელში, ნაწილი კი სხვადასხვა სასტუმროში. "ამბასადორი თბილისში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ვრცელდება მრავალი გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაცია.

მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება და გთხოვთ, დაველოდოთ პასუხს ოფიციალური უწყებებიდან.კიდევ ერთხელ, გაცნობებთ, რომ ხანძრის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სასტუმრო "ამბასადორში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

ნახეთ ასევე: