ავტორი:

დაკავებულია პირი, რომელმაც "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში ხანძარი გააჩინა - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

დაკავებულია პირი, რომელმაც "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში ხანძარი გააჩინა - რა ინფორმაციას აქვეყნებს შსს?

დაკავებულია პირი, რომელმაც "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში ხანძარი გააჩინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე სასტუმრო "ამბასადორის" ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, დაკავებული სწორედ ის პიროვნებაა, რომლის კადრებიც გუშინ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა. კადრებში ჩანდა ნახევრად შიშველი მამაკაცი, რომელიც ხანძრის შემდეგ ცდილობდა, სასტუმრო დაეტოვებინა.

სასტუმრო "ამბასადორში“ ხანძარი გუშინ დაახლოებით 18:00 საათზე გაჩნდა, რის შედეგადაც შენობის მესამე სართული მთლიანად განადგურდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა.

ნახეთ ვიდეო: