ავტორი:

"შესაძლოა, ამით პრიგოჟინი გააფრთხილეს" - რა ვერსიები აქვთ რუსეთში სამხედრო ბლოგერის მკვლელობაზე, რომელიც "პუტინის მზარეულის" მხარდამჭერად ითვლებოდა

"შესაძლოა, ამით პრიგოჟინი გააფრთხილეს" - რა ვერსიები აქვთ რუსეთში სამხედრო ბლოგერის მკვლელობაზე, რომელიც "პუტინის მზარეულის" მხარდამჭერად ითვლებოდა

2 აპრილს, პეტერბურგის ცენტრში მდებარე კაფეში, ერთ-ერთი მთავარი რუსი პროპაგანდისტი, სამხედრო ბლოგერი, მაქსიმ ფომენი, იგივე ვლადლენ ტატარსკი ააფეთქეს. მომხდარის შედეგად 33 ადამიანი დაშავდა. აფეთქება ტატარსკის ფიგურა-ქანდაკებაში ჩამონტაჟებულმა ბომბმა გამოიწვია. რუს ინტერნეტმომხმარებლებში ცხარე კამათის საგანია მისი მკვლელობის მიზეზი, ვერსია და ავტორი.

DW-ის ცნობით, ტატარსკის მკვლელობა შესაძლოა, გაფრთხილება იყოს პრიგოჟინისთვის, რომლის ქმედებებიდან აშკარაა, რომ პრეზიდენტის პოსტს უმიზნებს. ამერიკელი ექსპერტების მოსაზრებით, ვაგნერის უფროსს, ტატარსკის შემოქმედებით საღამოზე გასაგებად აუხსნეს, რომ ტემპს თუ არ დააგდებს, მისი აქტიურობა კარგად არ დამთავრდება...

რუსული მედიის ცნობით, ტატარსკის მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, საქმის გადაკვალიფიცირება მოხდა.

rbc.ru-ს ცნობით, რუსი ძალოვნები ოფიციალურად ირწმუნებიან, რომ აფეთქების უკან უკრაინის მიერ გადაბირებული აგენტურული ქსელი დგას, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის ფონდთან თანამშრომლობს.

რუსეთის ოფიციალურ ინფორმაციას არადამაჯერებლად მიიჩნევენ ადგილობრივი ბლოგერები და აქტივისტები.

"ხან უკრაინულ სპეცსამსახურებს ადანაშაულებენ, ხან ქართულს - ჩამოყალიბდნენ ჩვენი ძალოვნები, თორემ უკვე ძალიან აშკარაა მათ შორის დაბნეულობა და განხეთქილების დამალვის მცდელობა. ახლა პრიგოჟინის გააქტიურება არანაკლებ აწყობთ რუსულ "ეფესბეს" და შოიგუს კლანებს" - წერენ ისინი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="uk" dir="ltr">З&#39;явилося відео останніх секунд перед ліквідацією Татарського – росЗМІ <a href="https://t.co/afN4OMjaYC">pic.twitter.com/afN4OMjaYC</a></p>&mdash; Українська правда ✌️ (@ukrpravda_news) <a href="https://twitter.com/ukrpravda_news/status/1642971548515463169?ref_src=twsrc%5Etfw">April 3, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

რაც შეეხება ქალს, რომელმაც ტატარსკის ქანდაკება გადასცა. გამოცემა Фонтанка-ის ცნობით, ეჭვმიტანილია დარია ტრეპოვა, რომელიც ახლა თავს მოტყუებულად წარმოაჩენს და აცხადებს, რომ გამოიყენეს. გამოძიების თანახმად კი, დარიამ აფეთქებამდე პეტერბურგში, ვიბორგსკის რაიონში კაფედან ხუთი წუთის სავალზე ბინა იქირავა. აფეთქების შემდეგ, შევიდა ბინაში, გამოიცვალა და რაიონი დატოვა.

ამის შემდეგ, მან კვალის ასარევად ტაქსით ოთხი საათის განმავლობაში ისეირნა. რამდენიმე მანქანა გამოიცვალა, ნაქირავებ ბინაში, დაახლოებით, ღამის 23:00 საათზე დაბრუნდა, კიდევ ერთხელ გამოიცვალა და იქვე მდებარე კაფე "პარნასში" ჩავიდა.

ტრეპოვას ქმრის განცხადებით, ქალი მისი ნაცნობის, დმიტრი კასინცევის ბინაში დააკავეს. რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, ტრეპოვა ნავალნის აქტიური მხარდამჭერი იყო...

დარია ტრეპოვა

"ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ტრეპოვას ტერორიზმში დასდებენ ბრალს. (მანამდე რუსი სამართალდამცავები ტატარსკის მკვლელობის შემთხვევას მკვლელობის მუხლით იძიებდნენ) რა ხანია უნდათ, რომ ნავალნის მომხრეები და კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ტერორისტულ საქმიანობაში დაადანაშაულონ და ახლა მშვენიერი მიზეზი გამოუჩნდათ" - წერს აქტივისტი ვიტალი სურაგო.

  • მაქსიმ ფომინი, იგივე ვლადლენ ტატარსკი გავლენიანი რუსი სამხედრო ბლოგერების ჯგუფის ყველაზე ცნობილი წევრი იყო. სოციალურ ქსელში ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ტატარსკი უკრაინაში, დონბასის რეგიონის ქალაქ მაკეევკაში დაიბადა, მაგრამ პრორუსული იდეების მატარებელი, რადიკალი ულტრა-ნაციონალისტი სამხედრო მიმომხილველი და ბლოგერი იყო.

ტატარსკი, 2011 წელს, უკრაინაში ბანკის ძარცვისთვის დააკავეს. 2014 წელს, როდესაც რუსეთმა სამხედრო მოქმედებები დაიწყო, ციხიდან გაიქცა და დონბასის პრორუსულ ხელმძღვანელობის ადმინისტრაციაში აღმოჩნდა. შემდგომ წლებში კი, პრორუსული იდეების გავრცელებით გამოიჩინა თავი.

ბოლო ხანებში, აქტიურად აკრიტიკებდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომლის მოქმედებებსაც პასიურს უწოდებდა, ამიტომ მავანი მას პრიგოჟინის მხარდამჭერად მიიჩნევდა.

ცნობისთვის, პეტერბურგში არსებული კაფე "Street Food Bar No 1", რომელშიც აფეთქება მოხდა, სწორედ "პუტინის მზარეული" ბიზნესმენის მფლობელობაშია..

ბოლო ხანებში ტატარსკი უფრო და უფრო აქტიურად უჭერდა მხარს ევგენი პრიგოჟინის "ვაგნერის" დაჯგუფებას უკრაინაში. სწორედ ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ თუ პირდაპირ "პუტინის მზარეულის" კადრი არ იყო, ის მაინც აშკარა იყო, რომ პრიგოჟინი მის კამპანიას აფინანსებდა.

რუსი ბლოგერები წერენ, რომ ტატარსკის მკვლელობას ბევრი მიზეზი აქვს - "თუ ეს საქმე უკრაინელი ან გნებავთ, ქართველი სპეცსამსახურების მიერ არის მოწყობილი და რუსეთის ცენტრალურ ქალაქში, ცენტრალურ ქუჩაზე ასე ღიად დაიგეგმა აფეთქება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დაზვერვა მოშლილია".

ნახეთ ასევე: