ბრიტანელმა წყვილმა მარკმა და დენიზმა ექვსი თვის განმავლობაში 85-ჯერ იქორწინეს.
ახალგაზრდებმა უჩვეულო კონკურსში გაიმარჯვეს, რომელსაც ერთ-ერთი ტურისტული კომპანია ატარებდა. კონკურსის ფარგლებში მათ ქორწინების ცერემონიისთვის საუკეთესო ადგილები უნდა შეერჩიათ. მარკმა და დენიზმა ინდონეზიაში, მავრიკიის კუნძულზე, ტაილანდასა და იორდანიაში იქორწინეს.
"ჩვენ ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი წყვილი ვართ, - აცხადებს 31 წლის დენიზი, - ყოველი დღე თაფლობის თვეა. ეს შესანიშნავია!"
ყველაფერი მიმდინარე წლის 25 მარტს დაიწყო. ნიუ-იორკში მათ უკვე 5 საქორწინო ცერემონია გამართეს: სასტუმრო Waldorf Astoria-ში, Empire State Building-ში, ტაქსში და ორჯერ ცენტრალურ პარკში.
ახალდაქორწინებულების თქმით, მათთვის ყველაზე რომანტიკული ზანზიბარში გამართული საქორწინო ცერემონია იყო, მაგრამ განსაკუთრებით ირლანდიაში გამართული ცერემონია დაამახსოვრდათ - ოთახში, სადაც მათ იქორწინეს, ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევდა.
"ცერემონია სამ წუთს გაგრძელდა. მეტის გაძლება აღარ შეგვეძლო, - იხსენებს 26 წლის მარკი, - დენიზს სპეციალური ნიღბით ვაკოცე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთს მივეწებებოდით".
ბოლო საქორწინო ცერემონია ავსტრალიაში გაიმართა, სადაც მიწვეული სტუმრები აბორიგენები იყვნენ. სასიძოსა და საპატარძლოს სახეები სპეციალური საღებავებით შეუღებეს, ფატის ნაცვლად კი პატარძალს თუთიყუშის ბუმბულები ეკეთა.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.