მღერის და უკრავს ”მაესტრო” პუტინი

მღერის და უკრავს ”მაესტრო” პუტინი

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აუდიტორიის წინაშე ახალ ამპლუაში წარსდგა. პუტინმა ერთ-ერთ საქველმოქმედო კონცერტზე, მსოფლიო ვარსკვლავების გამოსვლების შემდეგ სიმღერა სცადა.

ყველაფერი ხუმრობით დაიწყო. პუტინს ჰკითხეს, ხომ არ ისურვებდა რაიმეს შესრულებას. ყველასთვის მოულოდნელად რუსეთის პრემიერ-მინისტრი დათანხმდა.

"მე იმ ადამინთა რიცხვს მივეკუთნები, რომლებსაც არც ხმა აქვთ და არც სმენა. მოთმინებისკენ მოგიწოდებთ", - თქვა პუტინმა და როიალს მიუჯდა.

მან რამდენიმე აკორდი აიღო კომპოზიციიდან " საიდან იწყება სამშობლო", შემდეგ კი ჯაზის შემსრულებლებთან ერთად ინგლისურ ენაზე იმღერა.

სანკტ-პეტერბურგში გამართულ საქველმოქმედო კონცერტში ისეთი ცნობილი სახეები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან შერონ სტოუნი, მონიკა ბელუჩი, ალენ დელონი, მიკი რურკი, კევინ კოსტნერი და სხვები. კონცერტი ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნებოდა.

Video

მღერის და უკრავს ვლადიმერ პუტინი

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს