ავტორი:

არესტოვიჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - პოლიტოლოგი ისრაელში, თელ-ავივის სანაპიროზე შენიშნეს

არესტოვიჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - პოლიტოლოგი ისრაელში, თელ-ავივის სანაპიროზე შენიშნეს

უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსი, პოლიტოლოგი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მორიგ სკანდალში ეხვევა - ის თელ-ავივის ერთ-ერთ სანაპიროზე შენიშნეს. "ვინაიდან არესტოვიჩს სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს (მათ შორის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან), მან უკრაინა საომარი მდგომარეობის დროს, სავარაუდოდ, დატოვა, როგორც მრავალშვილიანმა მამამ", - წერს უკრაინული მედია.

ფოტოები "ტელეგრამზე" გამოქვეყნდა და ავტორი წერს, რომ არესტოვიჩი მეუღლესთან და შვილთან ერთად, ისრაელში ისვენებს.

ამ ცოტა ხნის წინ არესტოვიჩმა "ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ფოტო, ხელში ისრაელში გამოცემული გაზეთით და წარწერით: "მამათქვენს აქაც და იქაც აჩვენებენ...". მას სოცქსელის მომხმარებლები ფოტოს ქვეშ ეკითხებიან, რა მიზნით იმყოფება ისრაელში, თუმცა ამ კითხვაზე ჯერ არ უპასუხია.

შეგახსენებთ, არესტოვიჩი მიმდინარე წლის თებერვალშიც გაეხვა სკანდალში, როდესაც იტალიაში სეირნობისას გადაიღეს. იმჟამად განმარტა, რომ იტალიას საქმიანი შეხვედრისთვის ეწვია, თუმცა სოციალური მედიის მომხმარებლებმა ის მაინც გააკრიტიკეს.

წაიკითხეთ ასევე: