ავტორი:

"დიანა ძლივს უმკლავდებოდა ემოციებს, მას სპეციალური დაცვა იცავდა" - რუსული ელიტა ღურწკაიას ქმრის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე და დაკრძალვა სამხედრო პატივით (ფოტოები)

"დიანა ძლივს უმკლავდებოდა ემოციებს, მას სპეციალური დაცვა იცავდა" - რუსული ელიტა ღურწკაიას ქმრის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე და დაკრძალვა სამხედრო პატივით (ფოტოები)

დღეს, მოსკოვში ტროეკუროვსკის სასაფლაოზე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მომღერალ დიანა ღურწკაიას ქმარი, პიოტრ კუჩერენკო, ბოლო გზაზე გააცილეს. გამოსამშვიდობებელ ცერმონიაზე ასობით ადამიანი მივიდა, მათ შორის იყვნენ შოუბიზნესის ვარსკვლავები - ანიტა ცოი, ლოლიტა და კატია ლელი. პიოტრ კუჩერენკო სამხედრო პატივით დაკრძალეს.

გასვენების დროს, ცხედარს სამხედროები ახლდნენ, სასახლეს კი რუსული დროშა გადააფარეს. დაკრძალვის ცერემონია რამდენიმე საათს გაგრძელდა. დიანას სახეზე შავი შარფი ეფარა და დედის ხელები ვაჟს, კონსტანტინეს ეჭირა. მედიის ცნობით, დიანა ძლივს უმკლავდებოდა ემოციებს და დამშვიდობების ბოლოს იტირა. ქალს სპეციალური დაცვა იცავდა, რათა მასთან ახლოს არ მისულიყვნენ ჟურნალისტები, რომლებიც მომღერლისგან კომენტარის ჩაწერას ცდილობდნენ.

დამშვიდობება ტროეკუროვსკის სასაფლაოზე შედგა. აღსანიშნავია, რომ კუჩერენკო ახალ ადგილზე დაკრძალეს და არა ტრადიციულში, სადაც დაკრძალულია ხელისუფლებისა და კულტურის გამოჩენილი მოღვაწეები. "მაგრამ ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება" - წერს მედია.

მედიის ინფორმაციით, დაკრძალვაზე შენიშნეს დიმიტრი მედვედევის მეუღლის სვეტლანა მედვედევას მიერ გაგზავნილი გვირგვინი. გვირგვინები გაგზავნეს ასევე რუსეთის პედიატრთა კავშირმა, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტის თანამშრომლებმა და კულტურის ფედერალურმა პალატამ.

შეგახსენებთ, რომ პიოტრ კუჩერენკო მოულოდნელად გარდაიცვალა 20 მაისს. ჩინოვნიკი ცუდად გახდა კუბიდან გამოფრენისას, სადაც მივლინებით იმყოფებოდა. პილოტმა ავარიული დაშვება Mineralnye Vody აეროპორტში გადაწყვიტა.

სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლო. წინასწარი ვერსიით, რუსეთის ფედერაციის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილე შესაძლოა, გულის შეტევით გარდაცვლილიყო.

წაიკითხეთ ასევე: