გერმანიაში მამაკაცებს შორის სილამაზის კონკურსი ”მისტერ გერმანია” ჩატარდა. გამარჯვებული 30 წლის მუჰამედ დურაკოვიჩი გახდა.
მონაწილეებს კონკურსის ფარგლებში გარეგნობასთან ერთად საკუთარი ტალანტი უნდა გამოევლინათ.
აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი გამარჯვებული წარსულში ”მის გერმანიის” ტიტულის მფლობელის, კატრინ დურაკოვიჩის მეუღლეა.
თავად მუჰამედის თქმით, სწორედ მეუღლემ დაარწმუნა იგი, კონკურსში მიეღო მონაწილეობა. ახლა დურაკოვიჩი თავისი ცოლის მსგავსად, პროფესიონალი მოდელის კარიერაზე ოცნებობს.
რამდენიმე თვის მანძილზე მუჰამედ დურაკოვიჩს ”მისტერ გერმანიის” რანგში მოუწევს მოგზაურობა და სხვადასხვა ტელეგადაცემებსა თუ ფოტოსესიაში მონაწილეობა.
მამაკაცების სილამაზის კონკურსი ევროპასა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში ტარდება და სულ უფრო პოპულარული ხდება.
მომზადებულია Rems-Zeitung-ის მიხედვით.