ავტორი:

ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ხუთი ცოლი, თანაცხოვრება 36 წლით უმცროს ქალთან და უარი მინისტრობაზე - 91 წლის ბრაზილიელი მსახიობის ფორმაში ყოფნის საიდუმლო: როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი "ბიძია ალი"?

ბრაზილიელი მსახიობი სტენიო გარსია საყოველთაოდ ცნობილია სამართლიანი და მოსიყვარულე ბიძია ალის როლით, სერიალიდან „კლონი“. როდესაც მაროკოში გადაღებები მიმდინარეობდა, სწორედ იმ პერიოდში გახდა მსახიობი 68 წლის. ახლა 91 წლისაა, სერიალის გულშემატკივრების დიდ ნაწილს, შეიძლება მსახიობი გარდაცვლილიც გეგონოთ, მაგრამ „ბიძია ალი“ ცოცხალია, თავისი ასაკისთვის იდეალურად გამოიყურება და ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად შესანიშნავად ატარებს სიბერეს.

ბიოგრაფიული ცნობები

სტენიო გარსია 1932 წლის 28 აპრილს სამხრეთ-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ლიბანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან უნდოდა, რომ თავის ცხოვრება ხელოვნებასთან დაეკავშირებინა, კერძოდ კი თეატრთან. სკოლის დასრულების შემდეგ სამსახიობოზე ჩააბარა და პირველი როლი 26 წლის ასაკში მიიღო, სპექტაკლში „მარიამ სტიუარტი“.

ორი წლის შემდეგ, სტენიოს ტელევიზიაში დებიუტი შედგა. მსახიობის პირველი როლი სერიალში "გზის მცველები" ითამაშა. სახასიათო გარეგნობის ახალგაზრდა მალე ბრაზილიელმა რეჟისორებმა შენიშნეს და არაერთ ფილმსა თუ სერიალში გადაიღეს. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობა „კლონის“ გამოსვლის შემდეგ მოვიდა. მისი პერსონაჟის გამოჩენას პირველ სერიაში მაყურებლის მხრიდან არაერთგვაროვანი ემოციები მოჰყვა. მიუხედავად პერსონაჟის თავისებურებისა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ გარსიას სამსახიობო ოსტატობის წყალობით „ბიძია ალი“ ყველასთვის საყვარელ გმირად იქცა.

პირადი ცხოვრება და მსგავსება პერსონაჟთან

სხვათა შორის, ცხოვრებაში სტენიო ძალიან ჰგავს საკუთარ პერსონაჟს. შეგახსენებთ, რომ სერიალში სიუჟეტის მიხედვით, ძია ალის ხუთი ცოლი ჰყავს.

სტენიო გარსია პირველად 1958 წელს დაქორწინდა მსახიობ კლეიდა იაკონისზე. მათი ქორწინება 1969 წლამდე გაგრძელდა. მეორედ მსახიობმა ასევე მსახიობზე, კლარის პიოვესანზე იქორწინა. წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა, რომლებსაც კასია და გაია დაარქვეს. თუმცა, ეს ქორწინებაც დაინგრა. მესამე და მეოთხე ცოლებთან მსახიობმა ცოტა ხანი გაატარა.

მეხუთედ და ცხოვრებაში სავარაუდოდ, უკანასკნელად მერილენ საადზე იქორწინა. მეუღლე სტენიო გარსიაზე 36 წლით უმცროსია. მესამე ქორწინებისას 77 წლის იყო, მეუღლე კი 41 წლის.

საინტერესო ფაქტები

სტენიო გარსია ერთ-ერთ ისტორიულ სერიალში თამაშობდა, როდესაც რეჟისორ გლორია პერესისგან "კლონში“ სათამაშოდ მიწვევა მიიღო. „ბიძია ალის“ მუსულმანური ოჯახის უფროსის როლის სათამაშოდ, მსახიობს სერიალის დატოვებამ მოუწია. სამაგიეროდ, ალი გახდა ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სერიალში "კლონი" და მსახიობის ყველაზე წარმატებულ როლად იქცა.

მეხუთე მეუღლემ მომავალი ქმარი პირველად ტელევიზორში ნახა, პოპულარულ სერიალში Heavy Load, სადაც სტენიო გარსია ანტონიო ფაგუნდესთან ერთად სატვირთო მანქანის მძღოლს თამაშობდა. მაშინ ქალი შვიდი წლის იყო. რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მერილენი ამბობს, რომ ასაკობრივი სხვაობა წყვილს საერთოდ არ აწუხებს. „მეჩვენება, რომ უფროსი ვარ", - ხუმრობს ქალი. აღმოჩნდა, რომ სტენიოს ბოლო ცოლი ძალიან ეჭვიანია. საკმარისია მამაკაცმა ლამაზ ქალს შეხედოს, ეჭვიანობისგან კვდება.

ახლა...

სტენიო გარსია და მერილენ საადი საკუთარ ფერმაში ქსერემში ცხოვრობენ. ეს დასახლება რიო-დე-ჟანეიროს ეკუთვნის. სტენიო გარსია ამრავლებს ცხენებს, უვლის პირუტყვს და ბაღს. ბოლო წლებში ჩართულია ადგილობრივ კონსერვაციულ მოძრაობაში. მოკავშირის სახით მის ახლოს მცხოვრები მომღერალი ზეკა პაგოდინიოში იპოვა. მათ ერთობლივად დააარსეს მოძრაობა "მდინარეების სისუფთავისთვის" და ცდილობენ დაარწმუნონ მოსახლეობა, შეწყვიტონ ნარჩენების გადაყრა. სწორედ ამ აქტივობისთვის სტენიოს გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობაც შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა. მოგვიანებით განაცხადა: „მინდა ვიზრუნო ბუნებაზე სულიერი მოწოდების და არა მოვალეობის გამო“.

მსახიობს კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ ცოლებთან. ერთადერთი, ვისთანაც აღარ ურთიერთობს, მისი მესამე ცოლია, გიზელა სა. მეოთხე ცოლი, მარსია ბაროსი ხანდახან მასთან სტუმრადაც მიდის.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

სტენიო არ სვამს და არ ეწევა. მისი კარგი ფორმის კიდევ ერთი საიდუმლო აზრებზე მუშაობაა. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ოჯახიდან გახლდათ, 40 წელზე მეტია, რაც ბუდიზმით დაინტერესდა. მას შემდეგ დღეში ორჯერ ან სამჯერ მედიტაციას მიმართავს. ასევე თავის ფერმაში, ააშენა ლითონის კონსტრუქციის პირამიდა, სადაც ერთგვარი სამლოცველო მოაწყო.

სტენიოს წაკითხული აქვს 20-ზე მეტი არაბული წიგნი და ყურანი. მაროკოში გატარებული ერთი თვის განმავლობაში მან მლოცველებთან ერთად ისლამური ლოცვა შეისწავლა. მისი ცხოვრება არაბულ კულტურას ბავშვობიდან უკავშირდებოდა, როდესაც ერთ-ერთ არაბულ რესტორანში მუშაობდა და ზოგიერთი კერძის მომზადებაც ისწავლა.

ბოლო წლებში მსახიობმა წიგნების წერა დაიწყო, თუმცა რანჩოს ხშირად ტოვებს და სპორტდარბაზში სავარჯიშოდ დადის. მისი ყველაზე ახლო მეგობრები არიან მსახიობი ანტონიო ფაგუნდესი და ლეტისია საბატელა (ლატიფას როლის შემსრულებელი სერიალ „კლონში“).

გარსიამ კინოინდუსტრიაში უკანასკნელი როლი 2012 წელს ითამაშა. მსახიობმა განასახიერა პერსონაჟი არტურო სატელევიზიო სერიალში Save Me Saint George. დღემდე სტენიოს ფილმოგრაფია 100-მდე ფილმს მოიცავს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრაზილიელ მსახიობად აქცევს.

2023 წლის აპრილში მსახიობს 91 წელი შეუსრულდა

„მინდა, გულით გადაგიხადოთ მადლობა 91 წლის იუბილეზე მიღებული ყველა გზავნილისთვის. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ. სავსე ვარ თქვენს მიერ გამოგზავნილი სიყვარულით. დიდი ემოციაა სიყვარულით სავსე ამდენი დადებითი ენერგიის მიღება.

მინდა, რომ კიდევ 10 წელი ვიცოცხლო. ბებიაჩემმა 105 წელი იცხოვრა, ძალიან ჯანმრთელი ქალი იყო. მინდა, ყველას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ.“ - ეს გზავნილი მსახიობმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე, გულშემატკივრებისთვის გამოაქვეყნა.

წაიკითხეთ ასევე: