ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს

ავღანეთში დაწყებითი სკოლის 77 მოსწავლე გოგონა მოწამლეს

ჩრდილოეთ ავღანეთში ერთმანეთის მიყოლებით ორ სკოლაში დაწყებითი სკოლის მოსწავლე 80-მდე გოგონა მოწამლეს. ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - აცხადებს ადგილობრივი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოჰამედ რაჰმანი. მისი თქმით, მოწამვლის ორგანიზება ერთ ადამიანს ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელმაც მიზეზად პირადი წყენა დაასახელა.

თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანელ გოგონებს მეექვსე კლასის შემდეგ სწავლა, მათ შორის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ეკრძალებათ. მათთვის სამუშაოების უმეტესობაც ხელმიუწვდომელია და ასევე საზოგადო თავშეყრის ადგილების დიდ ნაწილში ყოფნაც აკრძალული აქვთ.

თავდასხმები სარ-ე-პულის პროვინციაში შაბათსა და კვირას მოხდა. ადგილობრივი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მოჰამედ რაჰმანმა განაცხადა, რომ ნასვან-ე-კაბოდ ააბის სკოლაში 60 მოსწავლე მოწამლეს, ხოლო ნასვან-ე-ფაიზაბადის სკოლაში - 17.

"ორივე დაწყებითი სკოლა ერთმანეთთან ახლოსაა და მიყოლებით გახდნენ თავდასხმის სამიზნეები. ბავშვები საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ახლა კარგად არიან",- ამბობდა რაჰმანი პრესასთან საუბრისას.

დეპარტამენტის გამოძიების პირველადი დეტალების მიხედვით, გარკვეულ პირს წყენა ჰქონდა და მესამე მხარე დაიქირავა თავდასხმების განსახორციელებლად. რაჰმანს არ აღუნიშნავს, თუ როგორ მოწამლეს გოგონები, ან რა სახის დაზიანება მიიღეს მათ. წყარო: theguardian

იხილეთ ასევე:

მოამზადა: ანა სიბოშვილმა