ეკატერინე შარაშიძე ფონდ "სამენას" სტრატეგიისა და კომერციული განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

ეკატერინე შარაშიძე ფონდ "სამენას" სტრატეგიისა და კომერციული განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ეკატერინე შარაშიძე მსხვილი საინვესტიციო ფონდ "სამენას" სტრატეგიისა და კომერციული განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტგვერდი zawua.com აქვეყნებს.

შარაშიძე ფონდის სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან პირდაპირი ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით იმუშავებს.

zawua.com-ზე აღნიშნულია, რომ 2008 წელს დაარსებული ფონდი ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და აზიის ნაწილში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. "სამენა" წამყვანი მეწარმეებისა და მენეჯერების ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა და ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში 400 მილიონზე მეტ აქტივს ფლობს. ფონდს ოფისი ლონდონსა და ჰონგ-კონგში აქვს.  საიტზე მითითებულია, რომ შარაშიძეს კონსალტინგის, საინვესტიციო-საბანკო სფეროში 15 წლიანი გამოცდილება აქვს და 5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები ეკავა.

"როგორც მინისტრმა, მან ითავა მთავარი ეკონომიკური რეფორმების გატარება ქვეყანაში, რომელიც კანონმდებლობის ლიბერალიზაციას, სახელმწიფო კონტროლის მოხსნას და სავაჭრო ბარიერების მოხნას გულისხმობდა", - აღნიშნულია ინტერნეტრესურსის ოფიციალურ გვერდზე.

ეკატერინე შარაშიძე ეკონომიკის მინისტრი და შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2009 წლის 25 ნოემბერს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თემურ ჯანაშია დაინიშნა. მაშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ეკატერინე შარაშიძე პრეზიდენტის მრჩეველი იქნებოდა ეკონომიკურ საკითხებში და კოორდინირებას გაუწევდა ინვესტიციების მოზიდვას. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარაშიძე საქართველოდან წავიდა და საერთაშორისო კომპანიაში დასაქმდა, ადმინისტრაციას აღარ გაუვრცელებია.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ