ავტორი:

"გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება.... ივლისი წლის ყველაზე ცხელი თვეა“ -  გაეროს გენერალური მდივანი

"გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება.... ივლისი წლის ყველაზე ცხელი თვეა“ -  გაეროს გენერალური მდივანი

"გლობალური დათბობის ეპოქა დასრულდა, გლობალური დუღილის ეპოქა იწყება“ - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ხუთშაბათს, გაეროს შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ ივლისი წლის ყველაზე ცხელი თვეა.

”ჩრდილოეთ ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ევროპის დიდი ნაწილისთვის სასტიკი ზაფხულია” - თქვა გუტიერეშმა და დასძინა, რომ "ეს კატასტროფაა მთელი პლანეტისთვის.“

"რეკორდული სიცხე, რომელიც გავლენას ახდენს მთელს მსოფლიოზე, კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფენომენი დიდი ხანია იწინასწარმეტყველეს, ცვლილებების ტემპი დამანგრეველია“, - ამბობს გუტიერეში.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანა ვალდებულია "დაიცვას თავისი ხალხი სიცხისგან, ფატალური წყალდიდობისგან, ქარიშხლებისგან, გვალვისგან და მძვინვარე ხანძრებისგან.“

გაეროს გენერალურმა მდივანმა განვითარებულ ქვეყნებსაც მიმართა და მოუწოდა, რომ ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარი გამოყონ განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

წაიკითხეთ ასევე: