ავტორი:

"როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად?" - თინა კანდელაკი KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

"როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად?" - თინა კანდელაკი KILLERS-ის კონცერტზე მომხდარ ინციდენტზე

წარმოშობით ქართველი, რუსეთში მცხოვრები, კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტი თინა კანდელაკი The Killers-ის კონცერტზე მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დროა რუსეთმა ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე იზრუნოს.

"გამიკვირდებოდა ასეთი საქციელი, რომ არ ვიცოდე არაჩვეულებრივი ამერიკული გრანტების შესახებ, რომლითაც ქართველი ახალგაზრდობის ნაწილი აღიზარდა. ეს ახალგაზრდები მზად არიან შუა თითი აჩვენონ რუსების და რუსული კულტურის ნებისმიერ ხსენებაზე.

ამასთან დაკავშირებით მიჩნდება კითხვა: როდემდე ვაპირებთ ამის მიღებას, როდემდე არ დავპატიჟებთ ქართველ სტუდენტებს ჩვენთან განათლების მისაღებად? მერწმუნეთ, მსურველები საჭიროზე მეტია. დროა მათ გზა გავუხსნათ." - წერს კანდელაკი.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს Black Sea Arena-ს სცენაზე The Killers-ის კონცერტი სკანდალით დასრულდა მას მერე, რაც ჯგუფმა სცენაზე დრამერად რუსი ახალგაზრდა აიყვანა. მსმენელთა თქმით, მუსიკოსმა დრამერს ჰკითხა, საიდან იყო, რაზეც მან უპასუხა, რომ რუსეთის მოქალაქეა, ამას კი დარბაზიდან პროტესტი მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით The Killers-ის მუსიკოსმა ხალხს მიმართა, რომ რუსი და ქართველი ხალხი ძმები არიან და დრამერს დაკვრის საშუალება მისცა, რასაც პროტესტი მოჰყვა.

ასევე იხილეთ: