ავტორი:

"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს

"დედამ 400 მანეთად გამყიდა... ბიოლოგიურ მამას იქვე უთქვამს, მეტი არ ღირს ეს ბავშვიო?" - რას ჰყვება ქალი, რომელიც ბიოლოგიურ დედას წლების შემდეგ შეხვდა, და-ძმას კი ისევ ეძებს
  • ფოტოზე: სალომე და ნინო

"ჯგუფის "ვეძებ" მეშვეობით ერთი წლის წინ ვიპოვე დედმამიშვილები და კიდევ ერთი გაშვილებული დაც. თავადაც გაშვილებული ვარ. დავიბადე 1980 წლის 6 აგვისტოს. ჩემი და, რომელიც ვიპოვე, 1981 წელს დაიბადა. ვინც გაგვაშვილა, მას ჩვენ გარდა კიდევ ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან გაიზარდნენ. ჩვენ - ორი გოგო გაგვაშვილა სხვადასხვა ოჯახში: მე თბილისში, ნინო - სენაკში. ახლა გავიგეთ, რომ კიდევ ჰყოლია გაშვილებული ტყუპი გოგო-ბიჭი, 1982 წელს დაბადებულები. ერთი ტყუპისცალი - ბიჭი ფოთში გაუშვილებია, გოგო კი არ ვიცით, სად. მათ გარდა გაუშვილებია კიდევ ორი გოგო: ერთი - დაბადებული 1983 წელს და მეორე - 1984-ში. გამშვილებელი ოჯახი ადრე ცხოვრობდა შხეფში, სენაკის რაიონში, მერე გადავიდნენ სენაკში და ახლა ცხოვრობენ ხობის სოფელ ნოჯიხევში. ვეძებთ დანარჩენ გაშვილებულ და-ძმებს. თუ ვინმეს გეცნობათ ან იცით ამ ამბის შესახებ რაიმე, გთხოვთ, შემეხმიანოთ პირადში. წინასწარ გიხდით მადლობას", - ეს ამონარიდია სალომე შურღაიას წერილიდან. ამ ქალბატონმა უკვე მოინახულა ბიოლოგიური დედა, მამა, სამწუხაროდ, გარდაცვლილია. გამაოგნებელია ის ფაქტი, რომ მასთან ურთიერთობა არ აქვთ ბიოლოგიურ დებს და ძმას, გარდა ნინოსი, რომელიც თავის დროზე ასევე გააშვილა ოჯახმა.

- ზუსტად არ მახსოვს, რა ასაკის ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს მითხრა დედამ, რომ აყვანილი ვყავდი. ეს ამბავი ჩვეულებრივად მივიღე, მისთვის საყვედური არ მითქვამს... თუმცა ცხადია, როგორც ყველას, მეც მაინტერესებდა, სად და როგორ ცხოვრობდნენ ჩემი ბიოლოგიური ნათესავები... გავიდა წლები და როცა სოციალურ ქსელში გამოჩნდა ჯგუფი "ვეძებ", მეც გამოვაქვეყნე პოსტი და ამის შემდეგ დავიწყე მათი ძებნა. სხვათა შორის, ძალიან კარგი გამზრდელი დედა მყავს, მამაც კარგი ადამიანი იყო (სამწუხაროდ, 13 წელია, რაც მხარში აღარ მიდგას, გარდაცვლილია). ბიოლოგიურ მშობლებს კიდევ ერთი გოგონა რომ ჰყავდათ გაშვილებული, ესეც აღმზრდელი დედისგან ვიცოდი.

- მან ეს საიდან შეიტყო?

- მე რომ ამიყვანეს, ერთ წელიწადში დაიბადა ჩემი და ნინო და, თურმე, ჩემებს შესთავაზეს, ხომ არ აიყვანთო? დედას უნდოდა ისიც ეშვილა, ერთად გაიზრდებიანო, მაგრამ ბაბუას უთქვამს, - შვილო, ახლა არ მაქვს საშუალება და იქნებ, მოგვიანებით მოვიყვანოთო, მაგრამ ამასობაში გამოჩნდა პატარას აყვანის მსურველი და ნინო სენაკში იშვილეს.

ჰოდა, სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნებიდან, დაახლოებით, ერთ საათში შემეხმიანა გოგო, რომელმაც მითხრა: შხეფში ბიძა მყავს და რამეს მაინც გაგიგებო. მან მაპოვნინა ნინოც და მერე ბიოლოგიურ ოჯახსაც მივაგენი... მათთან ახლახან ჩავედი.

- როგორ მიგიღეს?

- რა გითხრათ? ერთ-ერთ დისშვილს მანამდე ვესაუბრე და ის მიმყვა. ცოტა ხნით ადრე გაუფრთხილებია ჩემი ბიოლოგიური დედა, - მოვაო, რომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილიყო ჩემი სტუმრობა მისთვის. ჩვეულებრივად მიგვიღო და ისტერიკა არც მე დამმართვია, მშვიდად ვისაუბრეთ, მერე წამოვედი და ამით დამთავრდა ყველაფერი... სხვებისგან ვიცოდი, რომ კიდევ ჰყავდა გაშვილებული ტყუპი და კიდევ ორო გოგო, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება მათ გარდა კიდევ ჰყავდეს გაშვილებული ბავშვი...

- ეს ეჭვი რამ გაგიჩინა?

- ჩემი უფროსი ბიოლოგიური და-ძმები 1966, 1967, 1969 და 1972 წლებში არიან დაბადებულები, მე 1980-იანი გახლავართ ანუ გამოდის, რომ მათ შორის უმცროსის შემდეგ, 8-წლიანი სხვაობით გავჩნდი... არადა, ჩემს შემდეგ ნინოც გააჩინა, მერე კიდევ - ტყუპი და ორი გოგონა - გამოდის, ლამის ყოველ წელს აჩენდა შვილს და ის 8-წლიანი პაუზა მაფიქრებს... ხომ შეიძლება, ჩემამდეც ჰყავდეს გაჩენილი და გაშვილებული?...წაიკითხეთ სრულად

წაიკითხეთ ასევე