ავტორი:

რატომ ვერ შეძლო ისრაელის დაზვერვამ და თავდაცვამ "ჰამასის" თავდასხმის თავიდან არიდება და რას აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები?

რატომ ვერ შეძლო ისრაელის დაზვერვამ და თავდაცვამ  "ჰამასის" თავდასხმის თავიდან არიდება და რას აცხადებენ ქვეყნის ოფიციალური პირები?

"წარმოდგენა არ გვაქვს, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო“, - ეს არის რეაქცია, რომელსაც ისრაელის ოფიციალური პირებისგან ვისმენთ "ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ. ასე პასუხობენ ჟურნალისტებს ოფიციალური პირები კითხვაზე, თუ როგორ მოხდა ეს ისრაელის უზარმაზარი რესურსის ფონზე და როგორ ვერ შეიტყო დაზვერვამ, თუ რას ამზადებდა "ჰამასი".

ათობით შეიარაღებულმა პალესტინელმა შეძლო და გადაკვეთა ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის კარგად გამაგრებული საზღვარი, თუმცა მხოლოდ ეს არ იყო - პარალელურად ღაზადან ისრაელის მიმართულებით ათასობით რაკეტა გაისროლეს.

  • "ისრაელის დაზვერვის, მოსადის, მისი გარე ჯაშუშური ქსელის, ისრაელის თავდაცვის ძალების ყველა აქტივის მოქმედებების გათვალისწინებით, გულწრფელად გასაოცარია, რომ არავინ იცოდა, ასეთი მასშტაბის თავდასხმა რომ იგეგმებოდა. ან თუ იცოდნენ, რატომ ვერ იმოქმედეს", - წერს BBC.

ისრაელს აქვს ახლო აღმოსავლეთში, სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბური და კარგად დაფინანსებული სადაზვერვო სამსახურები. ჰყავთ ინფორმატორთა ჯგუფები და აგენტები პალესტინის ბოევიკთა ჯგუფებში, ასევე ლიბანში, სირიაში და სხვაგან. წარსულში დაზვერვის სამსახურების ზუსტი ინფორმაციების წყალობით, არაერთხელ მოუკლავთ ბოევიკთა ჯგუფების ლიდერები როცა საფრთხის შესახებ შეიტყობდნენ.

ზოგჯერ, როცა ინფორმაცია ჰქონდათ, დრონებით ახორციელებდნენ დარტყმას. სხვადასხვა მეთოდებს მიმართავდნენ მასშტაბური შეტევის ჩასაშლელად.

ღაზას და ისრაელს შორის არსებულ სასაზღვრო ღობის გასწვრივ არის კამერები, სახმელეთო მოძრაობის სენსორები და პატრულირებენ რეგულარული არმიის წარმომადგენლები. თითქოს ყველაფერი იყო იმისთვის, რომ ისრაელს თავიდან აერიდებინა "ჰამასის" ასეთი თავდასხმა.

თუმცა "ჰამასის" ბოევიკებმა უბრალოდ ბულდოზერით გაიარეს გზა, გაჭრეს მავთულები და შევიდნენ ისრაელში, ასევე შევიდნენ პარაპლანებით და ზღვით.

ისეთი კოორდინირებული, კოპლექსური თავდასხმის მოსამზადებლად და განსახორციელებლად, რომელიც მოიცავდა ათასობით რაკეტის შეგროვებას და გასროლას, პირდაპირ ისრაელის ცხვირწინ საჭირო იქნებოდა "ჰამასის" ოპერატიული უსაფრთხოების წარმოუდგენლად მაღალი დონე.

გასაკვირი არ არის, რომ ისრაელის მედია უსვამს კითხვებს ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო ისრაელის ოფიციალური პირები BBC-სთან ამბობენ, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

მაგრამ ახლა ისრაელს სხვა პრიორიტეტები აქვს, მან უნდა შეაჩეროს და აღკვეთოს "ჰამასის" ქმედებები, გააუვნებლოს დაჯგუფების მებრძოლები, რომლებმაც კონტროლი აიღეს საზღვართან რამდენიმე თემზე. ასევე გადასაჭრელია ტყვედ აყვანილი ათობით მოქალაქის საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს ან შეიარაღებული სამაშველო მისიით, ან მოლაპარაკების გზით. ჯერჯერობით მათი ბედი გაურკვეველია.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

ნახეთ ასევე:

"თუ რამე შეგიძლიათ, გთხოვთ, დაგვეხმარეთ" - მოტოციკლით გატაცებული 25 წლის გოგონა, ახალგაზრდა ქალი ორ მცირეწლოვანთან ერთად - რა ვიცით "ჰამასის" მიერ გატაცებულებზე

"ეს ჩვენი ოჯახის კოშმარია“ - "ჰამასის" მიერ სასტიკად მოკლული ქალი, გერმანელი ტურისტი იყო, რომელიც ისრაელში ფესტივალზე იმყოფებოდა: რას წერს მედია 30 წლის ქალზე?