ავტორი:

"ტერორისტებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოჰკვეთეს" - "ჰამასის" მორიგი სისასტიკე და რეზერვისტის მძიმე მონაყოლი ადგილიდან

"ტერორისტებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოჰკვეთეს" - "ჰამასის" მორიგი სისასტიკე და რეზერვისტის მძიმე მონაყოლი ადგილიდან

ისრაელსა და პალესტინას შორის სამხედრო შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება. IDF-მ ინფორმაციით, ჰამასის მებრძოლებმა სოფელ ქფარ აზაზე თავდასხმის დროს, ქალებსა და ბავშვებს თავები მოჰკვეთეს.

"ჰამასის ჯარისკაცებმა ქალებსა და ბავშვებს თავები მოჰკვეთეს. ცხედრები საკუთარი თვალით ვნახე. ზოგიერთი მათგანის გადარჩენა მოვახერხეთ, მაგრამ უმეტესობა სახლებში დაღუპულები ვიპოვეთ. ჰამასი აქ მხოლოდ ერთი მისიით მოვიდნენ - მოკლას ჩვენი ხალხი" - განუცხადა The Independent-ს რეზერვისტმა მაიორმა დევიდ ბენ სიონმა.

მანამდე ღაზას მაშველებმა მუნიციპალური შენობის ნანგრევებიდან, სადაც ხალხი თავს აფარებდა, ოთხი წლის გოგონასა და სხვა დაღუპულების ცხედრები ამოიყვანეს.

"სიკვდილისგან თავის დაღწევას ცდილობდნენ. აქ თავშესაფრის საპოვნელად მოვიდნენ. კიბეების ქვეშ იმალებოდნენ... თუმცა, ტერორისტებმა იპოვეს და შენობა ააფეთქეს" - განუცხადა ჟურნალისტებს მაშველმა მოჰამად ალ ნაჯარმა...წყარო

წაიკითხეთ ასევე: