ავტორი:

სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია უკვე გაცემულია: რა წერია ევროკომისიის ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით - რა ფასდება დადებითად და როგორია ახალი დათქმა?

სტატუსის მისაღებად რეკომენდაცია უკვე გაცემულია: რა წერია ევროკომისიის ანგარიშში მედიასთან დაკავშირებით - რა ფასდება დადებითად და როგორია ახალი დათქმა?

გარემო გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემო, - ამის შესახებ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშშია ნათქვამი.

რეკომენდაციების თანახმად, მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს, ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის საქმეები კი დროულად უნდა იქნას გამოძიებული.

"მედია მფლობელების წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს და წარმოებული უნდა იქნას მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება ჟურნალისტების უსაფრთხოების წინააღმდეგ არსებული საფრთხის შემთხვევებში. პრეზიდენტის შეწყალების გზით პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა ოპოზიციური ტელევიზიის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტმა კი მიიღო კანონი მაუწყებლის შესახებ. თუმცა საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა, რათა უზრუნველყოს მედია რეგულატორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ეფექტური დამოუკიდებლობა და მიაღწიოს ნდობას მედია სექტორში“, - ნათქვამია ანგარიშში.

შეგახსენებთ, 8 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

იხილეთ ასევე: