ავტორი:

ვარსკვლავთცვენა ლეონარდო დიკაპრიოს დაბადების დღეზე - მსახიობს ყოფილმა შეყვარებულმაც მიაკითხა, თუმცა დაცვამ არ შეუშვა: რა ხდებოდა ლეოს სკანდალურ წვეულებაზე (ფოტოები)

ვარსკვლავთცვენა ლეონარდო დიკაპრიოს დაბადების დღეზე - მსახიობს ყოფილმა შეყვარებულმაც მიაკითხა, თუმცა დაცვამ არ შეუშვა: რა ხდებოდა ლეოს სკანდალურ წვეულებაზე (ფოტოები)

11 ნოემბერს ლეონარდო დიკაპრიომ 49-ე დაბადების დღე აღნიშნა. "ტიტანიკის" ვარსკვლავმა წელსაც გრანდიოზული წვეულება გამართა და დილის 4 საათამდე სტუმრებთან ერთად ცეკვავდა და მღეროდა.

სტუმრებს შორის იყვნენ კიმ კარდაშიანი, ჯეი-ზი, ბიონსე, ლედი გაგა, სელმა ჰაიეკი, სნუპ დოგი, კეიტ ბეკინსეილი, ზოი კრავიცი და სხვები.

ჩენინგ ტატუმი და ზოი კრავიცი

დიკაპრიო და მისი ახალი შეყვარებული ვიტორია ჩერეტი პაპარაცების ობიექტივში საერთოდ ვერ მოხვდნენ, რადგან წყვილს არც წვეულებამდე და არც მის შემდეგ, შენობა არ დაუტოვებია:

"ისინი მთელი საღამო ერთმანეთს ეხვეოდნენ და ჰკოცნიდნენ",- განუცხადა წვეულებაზე მყოფმა წყარომ ჟურნალ People-ს.

კიმ კარდაშიანი

დიკაპრიომ დაბადების დღე ბევერლი ჰილზის რეზიდენციაში გადაიხადა. როგორც წყარო ჰყვება, დიკაპრიო მისმა ჰოლივუდელმა მეგობრებმა ხელში აიტაცეს და ასე შემოატარეს მთელ ოთახში.

<iframe src="https://share.tmz.com/watch/2023-11-13-111323-tv-clips-leo-dicaprio-49-bday-1727919-173/" width="560" height="395" frameBorder="0" allowFullScreen></iframe>

Page Six-ის ცნობით, წვეულების ადგილს დიკაპრიოს ყოფილი შეყვარებული, ვიქტორია ლამასიც ეწვია. 24 წლის მსახიობი შენობის გარეთ მეგობართან ერთად იდგა და შესვლას ცდილობდა, მაგრამ დაცვამ არ შეუშვა და გოგონა უკან გამოაბრუნა.

ვიქტორია ლამასი და მისი მეგობარი
კეიტ ბეკინსეილი

ლედი გაგა

სელმა ჰაიეკი

წვეულებას ლეონარდოს დედაც ეწვია

ტობი მაგუაიერი

სნუპ დოგი

Lil Wayne

წყარო: harpersbazaar

მოამზადა: ანა სიბოშვილმა