ავტორი:

"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"

"როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება" - ვიტორგანი-ნინიძის სკანდალური "სთორი" გრძელდება: რას წერს მედია 23 წლის გოგოზე, რომელიც წყვილს შორის "ჩადგა"

ოქტომბერში ცნობილი რუსი მსახიობი მაქსიმ ვიტორგანი ახალგაზრდა შავგვრემანს ქალთან კოცნის დროს დააფიქსირეს. მაშინ საბოლოოდ დადასტურდა, რომ კაცი ქართველ შეყვარებულ ნინო ნინიძეს დაშორდა და ურთიერთობა სოფია გარევსკიხთან დაიწყო.

რუსული მედია წერდა, რომ ნინიძემ დეპრესიისგან თავის დასაღწევად სამშობლოს მიაშურა. ნინო ნინიძე ერთადერთ ვაჟთან ერთად და დედასთან ერთად გარკვეული პერიოდი ნამდვილად თბილისში დაბრუნდა. აქვეყნებდა ფოტოებს ბოტანიკური ბაღიდან, მცხეთიდან და დედაქალაქის ქუჩებიდან.

გასულ შაბათ-კვირას ვიტორგანი ფილმ "მძინარეების" პრემიერას დაესწრო, სადაც მსახიობი მარტო მივიდა. პრემიერაზე იყო ნინო ნინიძეც. როგორც მედია წერს, ისინი ერთმანეთს არ გაურბოდნენ, მაგრამ არც ურთიერთობდნენ. როგორც ჩანს, ვერ შეძლეს მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება.

ვიტორგანისგან განსხვავებით, ნინიძე ახალ რომანებზე არ საუბრობს. მსახიობი პირად ცხოვრებას საიდუმლოდ ინახავს და მთლიანად არის ჩაფლული ერთადერთი ვაჟის, საშას აღზრდაში.

51 წლის მაქსიმის ახალი საყვარელი ქალი 23 წლის სოფია გარევსკიხია. გოგონას შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. MGIMO-ში სწავლის შემდეგ საცხოვრებლად მოსკოვდი გადავიდა და ახლა ინგლისურს ასწავლის.

რატომ დაშორდნენ მაქსიმი და ნინო, უცნობია. შარშან მედია წერდა, მიზეი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები იყო. ჭორები ვიტორგანის ისრაელში გადასვლის შემდეგ გავრცელდა.

თუმცა, რამდენიმე თვეში ვიტორგანი რუსეთში დაბრუნდა. ”მე ვცხოვრობდი მოსკოვში და ახლაც აქ ვცხოვრობ. იმ სახლში, სადაც 1979 წლიდან ვცოვრობდი.“ - განაცხადა მაშინ მსახიობმა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნინო ნინიძე, რომელიც ცნობილი ქართველი მსახიობის ია ნინიძის შვილია, წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ის მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტსა და ფოტოსესიაში. ნინო ნინიძე 2014 წელს ცოლად გაჰყვა უკრაინელ მსახიობს კირილ პლეტნევს, 2015 წელს წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს.

განქორწინების შემდეგ ნინო ნინიძემ ურთიერთობა რუსეთში სასურველ სასიძოსთან მაქსიმ ვიტორგანთან დაიწყო, რომელიც უკვე განქორწინებული იყო სკანდალურ ქსენია სობჩაკთან.

ქსენია მაქსიმის მესამე ცოლი იყო და ქორწინებამ სამ წელს გასტანა. წყვილს საერთო ვაჟი პლატონი ჰყავთ, რომელიც შემოდგომაზე 5 წლის გახდა. ქსენიამ და მაქსიმმა დაშორების შემდეგ თბილი ურთიერთობა შეინარჩუნეს. მაგალითად, შემოდგომაზე შვილის 5 წლის იუბილე ერთად აღნიშნეს, სტუმართა შორის არ იყვნენ სობჩაკის ახლანდელი ქმარი ბოგომოლოვი და ნინო ნინიძე.

წაიკითხეთ ასევე: