ავტორი:

"პრიმადონა ძალიან ღელავდა, რომ სამშობლოში არ შეუშვებდნენ" - როგორ დაკითხეს რუსმა მესაზღვრეებმა პუგაჩოვა: სოცქსელში კადრები ვრცელდება

"პრიმადონა ძალიან ღელავდა, რომ სამშობლოში არ შეუშვებდნენ" - როგორ დაკითხეს რუსმა მესაზღვრეებმა პუგაჩოვა: სოცქსელში კადრები ვრცელდება

ალა პუგაჩოვას გარშემო რუსულ მედიაში ყოველდღიურად ქვეყნდება თუნდაც უმნიშვნელო ინფორმაციაც კი. ქვეყანა ვერ პატიობს პრიმადონას რუსეთის მიტოვებას. ამჯერად რუსი მესაზღვრეების მიერ პუგაჩვას დაკითხვის ფოტოები გავრცელდა. შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში მოხდა, როდესაც მომღერალი მცირე დროით რუსეთში დაბრუნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ალა პუგაჩოვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გააჩერეს საზღვარზე.

ამ დაკითხვის კადრები ტელეგრამის გვერდმა Mash-მა გამოაქვეყნა. ფსკოვის რაიონში საბაჟოზე გავლისას ალა ბორისის ძეს სთხოვეს შესულიყო სპეციალურ ოთახში დახურული საუბრისთვის.

"პრიმადონა თავაზიანი იყო, მაგრამ ძალიან ღელავდა, რომ სამშობლოში არ შეუშვებდნენ. საკუთარი თავის დამშვიდების მიზნით, გაუჩერებლად საუბრობდა. ამბობდა, რომ საზღვარგარეთ ცხოვრება რთული იყო როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე მატერიალურად. საუბრობდა ოჯახზე, თუ როგორ იყვნენ მისი შვილები და ქმარი“, - წერს არხი.

შემდეგ პუგაჩოვამ თითქოს ჩანთიდან რამდენიმე პორტრეტი ამოიღო, ხელი მოაწერა და მესაზღვრეებს სუვენირად გადასცა. მეორე დღეს იგი მივიდა თავის ციხესიმაგრეში, სოფელ გრიაზში, რათა მოეგვარებინა უძრავი ქონების საკითხი და ჩაეწერა სამი სიმღერა ქმრის, ოჯახისა და ზოგადად, სიყვარულის შესახებ. 5 ნოემბერს პუგაჩოვამ რუსეთი დატოვა.

წაიკითხეთ ასევე: