ავტორი:

"ერთ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე... მეორეს დაზიანებული აქვს სახე" - რას აცხადებს გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულთა მდგომარეობაზე

"ერთ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე... მეორეს დაზიანებული აქვს სახე" - რას აცხადებს გუგა ქაშიბაძე პიროტექნიკით დაშავებულთა მდგომარეობაზე

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს პიროტექნიკით დაზიანებული პაციენტების რაოდენობა შემცირებულია:

თუ შევადარებთ გასულ წლებს, შემცირებულია, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში ფოიერვერკებით მიღებული დაზიანებები. ეს სასიხარულო ფაქტია, თუმცა წინ არის შობა, ძველით ახალ წელი დაა შესაძლოა, შემთხვევები იყოს", - განაცხადა ექიმმა.

  • გუგა ქაშიბაძის განმარტებით, ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრში ორი ბავშვი მკურნალობს.

"ერთი, 9 წლის ბავშვი, ახალ წლამდე დაზიანდა და ოპერაცია ჩაუტარდა მკერდზე, მტევნებსა და კისერზე. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეორე, 6 წლის ბიჭი, გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში სახის დაზიანებით. საბედნიეროდ, იგი სტაბილურია, ძალიან ღრმა დაზიანებები არ აქვს, თუმცა სახე დამწვარი აქვს." - ამბობს გუგა ქაშიბაძე.

ასევე იხილეთ: