ავტორი:

ალენ დელონი აპირებს საკუთარ ვაჟს უჩივლოს - "ის შოკირებულია ენტონის ნათქვამით"

ალენ დელონი აპირებს საკუთარ ვაჟს უჩივლოს - "ის შოკირებულია ენტონის ნათქვამით"

ამ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფრანგი მსახიობი ალენ დელონი აპირებს უჩივლოს საკუთარ ვაჟს, ენტონის. ის გაანაწყენა შვილის განცხადებამ მის ჯანმრთელობაზე. ენტონიმ ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ ალენ დელონს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ აქვს დარჩენილი.

88 წლის მსახიობის ჯანმრთელობის შესახებ შვილმა მედიასთან განაცხადა:

"მამა ვერ იტანს თავის ჯანმრთელობის გაუარესებას, ამიტომ არსებობს "სერიოზული რისკი", რომ მან "ბოლო შობა" აღნიშნა. ის ბევრს აღარ ლაპარაკობს და იღლება ან ღიზიანდება, როდესაც ვაიძულებთ გვესაუბროს".

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დელონმა შვილს ადვოკატის საშუალებით უპასუხა. ვარსკვლავის ადვოკატის თქმით, ალენი "შოკირებულია მისი შვილის, ენტონის ნათქვამით. მას სურს უჩივლოს ტყუილისთვის. მამაკაცმა დაამატა, რომ ვეღარ მოითმენს ენტონის "აგრესიულ ქცევას, რომელიც გამუდმებით ტყუილს ამბობს მასზე და მის ჯანმრთელობაზე".

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში დელონს ინსულტი დაემართა და ახლა ის იშვიათად ტოვებს სახლს.

წაიკითხეთ ასევე: