ავტორი:

"ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს... ეს პრობლემებს უქმნის ვიქტორს" - სკანდალი გრძელდება: ოსიმენის აგენტი მამუკა ჯუღელის განცხადებას პასუხობს

"ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს... ეს პრობლემებს უქმნის ვიქტორს" - სკანდალი გრძელდება: ოსიმენის აგენტი მამუკა ჯუღელის განცხადებას პასუხობს

ნიგერიული ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის აგენტი, რობერტო კალენდა განცხადებას ავრცელებს. კალენდას განცხადების თემა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის მიერ ოსიმენთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებაა.

"ყველამ საკუთარ საქმეს მიხედოს და პატივი სცეს სხვის შრომას. სხვა მოთამაშეების მომავალზე საუბარი არაა სწორი. ეს ქმნის პრობლემებს და სამწუხაროდ, არასასიამოვნო პროგნოზებს.

ეს სიტყვები (გულისხმობს ჯუღელის სიტყვებს) ვიქტორ ოსიმენს ნაპოლის გულშემატკივრებთან პრობლემებს უქმნის, თანაც ეს სიტყვები რეალობა არაა.

ახლახან მოვაწერეთ ახალ კონტრაქტს ხელი ნაპოლისთან და ვიქტორის ერთადერთი სურვილი, აფრიკის თასის გარდა, ნაპოლის დახმარებაა” - აცხადებს ოსიმენის აგენტი.

  • ცნობისთვის, სკანდალი კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის ინტერვიუს მოჰყვა, რომელიც მან პირველ არხს მისცა:

"თქვენ გგონიათ, მთელი ცხოვრება ნეაპოლში ითამაშებს ოსიმენი? მაშინ მე წინასწარ გეტყვით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე წავა საუდის არაბეთში. ხვიჩას მილიარდი რომ მისცე, არაბეთში არ წავა, ხვიჩა წავა "რეალში", "ბავარია", "ბარსელონა", "მანჩესტერ სიტი", ამ გუნდებს სიტყვაზე გეუბნებით. ხვიჩას სხვა გემოვნება და სხვა ცხოვრებისეული ტვინი აქვს. ხვიჩას სურს, რომ სულ ზემოთ იყოს და ასეც იქნება", - განაცხადა ჯუღელმა.

ამის შემდეგ კი განაწყენებულმა ოსიმენმა "ინსტაგრამზე" სთორი გამოაქვეყნა და მამუკა ჯუღელს ასე მიმართა:

"ძვირფასო მამუკა ჯუღელო, სამარცხვინო და ბინძური ხარ! მრცხვენია შენი მსჯელობის უნარის გამო. ჩემი სახელი აღარ ახსენო, იდიოტო", - წერს ოსიმენი.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა