”ოქროსხმიანმა” ამერიკელმა მაწანწალამ სამსახური და სახლი ”იუთუბის” წყალობით იშოვა. უილიამსი უსახლკარო იყო და ოჰაიოს შტატში, ავტოსტრადაზე მათხოვრობდა. პატარა დაფაზე, რომელიც მათხოვარს ხელში ეჭირა, ეწერა, რომ ”ღმერთმა ის ოქროს ხმით დააჯილდოვა”, მაგრამ ამჟამად რთული პერიოდი უდგას.
მათხოვარი გაზეთ "Columbus Dispatch" -ის ფოტოგრაფმა მანქანიდან შეამჩნია და უილიამსს ხავერდოვანი ხმით დალაპარაკება სთხოვა. გადაღებული ვიდეორგოლი კი ინტერნეტში განათავსა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ვიდეორგოლი მილიონობით ადამიანმა ნახა. მაწანწალას ”ოქროს ხმით” რადიოსადგურები და ტელეარხები დაინტერესდნენ.
ტელეარხ CBS-ის დილის გადაცემაში ყოფილი მაწანწალა და ნარკომანი ტედ უილიამსი, სუფთა ტანსაცმლითა და ახალი ვარცხნილობით გამოცხადდა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მადლობელია, რომ მეორე შანსი მიეცა.
გაზეთი "The Washington Post"-ი წერს, რომ კალათბურთის ერთ-ერთმა კლუბმა, ტედ უილიამსს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა და ბინითაც დააკმაყოფილა.
Video
ამერიკელმა მაწანწალამ სამსახური და სახლი ”იუთუბის” წყალობით იშოვნა
მომზადებულია washingtonpost.com-ის მიხედვით.