ზოდიაქოს მე-13 ნიშანი ექნება

ზოდიაქოს მე-13 ნიშანი ექნება

ასტროლოგების საერთაშორისო ასოციაციამ ზოდიაქოს ნიშნების სისტემაში რეფორმის გატარება და მეცამეტე ნიშნის დამატება მოითხოვა. ნიშანმა სახელწოდება -"გველისმპყრობელი" (Ophiuchus ) - თანამოსახელე თანავარსკვლავედისგან უკვე მიიღო.

"ზოდიაქოს ნიშნების ამჟამინდელი სტრუქტურა, რომელიც 12 ნიშნისგან შედგება, ჯერ კიდევ ძველ ბაბილონში შემუშავებულ სისტემას ეფუძნება. მის ერთ-ერთი ძირითად პრინციპს შეადგენდა ის, რომ მზე უნდა ყოფილიყო თითოეული ადამიანის დაბადების დღისთვის განკუთვნილი ნიშნის თანავარსკვლავედში. თუმცა, ასწლეულების მანძილზე დედამიწის მოძრაობის ორბიტის შეცლის გამო, ეს მდგომარეობა ამჟამად დარღვეულია”, - აღნიშნა ამერიკელმა მეცნიერმა პარკ კუნკლემ.

შედეგად საჭირო გახდა ზოდიაქოს ნიშნებში მე-13 ნიშნის დამატება. ზოდიაქოს ახალი ნიშნის ქვეშ მოხვდებიან ის ადამიანები, ვინც 30 ნოემბრიდან 17 დეკემბრამდეა დაბადებული.

ამავდროულად შემცირდება სხვა ნიშნებისთვის განკუთვნილი დღეების რაოდენობა, ხოლო ადამიანებს მოუწევთ ციური მფარველის შეცვლა.

ზოგიერთი ასტროლოგი ზოდიაქოს ახალ ნიშანზე უკვე მუშაობს. მას განსაკუთრებულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს ნიშანი  წარმავალ და ზეციურ სამყაროს შორის კავშირს ახორციელებს.

მომზადებულია rus.ruvr.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს