ავსტრალიურმა კომპანიამ 102-კლავიშიანი როიალი გამოუშვა

ავსტრალიურმა კომპანიამ 102-კლავიშიანი როიალი გამოუშვა

მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელმა ავსტრალიურმა კომპანია Stuart and Sons-მა 102-კლავიშიანი როიალი გამოუშვა.

ჩვეულებრივი როიალებისგან განსხვავებით, რომლებსაც 88 კლავიში აქვთ, ახალ როიალს ბასის დიაპაზონი სუბკონტროქტავის დო ნოტამდე აქვს გაფართოებული, მაღალი ნოტების დიაპაზონი კი - მეხუთე ოქტავის ფა ნოტამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ 88-კლავიშიან როიალს 9 კლავიში მარცხნიდან აქვს დამატებული და 5 - მარჯვნიდან.

ინსტრუმენტის შემქმნელის უეინ სტიუარტის თქმით, დამატებითი კლავიშები ინსტრუმენტს ჟღერადობის სიძლიერეს მატებს. "ამ ინსტრუმენტზე დაკვრის შემდეგ ჩვეულებრივ როიალზე ვეღარ დავუკრავ. მას მეტისმეტაც მცირე შესაძლებლობები აქვს", - აღნიშნა სტიუარტმა.

გაფართოვებული კლავიატურის გარდა, Stuart and Sons-ის ახალ როიალს დამატებით მეოთხე სატერფული აქვს. მასზე დაჭერის შედეგად ჩაქუჩები სიმებს უახლოვდება და ამ დროს კლავიშებზე დაკვრისას ბგერები ნაკლებად ჟღერადია. როიალის შემქმნელის თქმით, საკრავში სიმების ჟღერადობის მექანიზმიც შეცვლილია, რისი წყალობითაც ნოტების გარჩევადობის ხარისხი უფრო მაღალია.

ახალი როიალის დამზადებას ერთი წელი სჭირდება. მისი ღირებულება 300 ათას დოლარს აღწევს.

მომზადებულია NPR-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს