რუსი ბავშვები თოჯინა ”ალინათი” ითამაშებენ

რუსი ბავშვები თოჯინა ”ალინათი” ითამაშებენ

პუტინის საყვარელსა და ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევას მრავალმხრივი ნიჭი აღმოაჩნდა. დეპუტატი და სპორტსმენი საკუთარ ძალებს ახალ ამპლუაში მოსინჯავს და სათამაშო თოჯინებს გამოუშვებს.

კაბაევამ "როსპატენტში" განცხადებაც შეიტანა "თოჯინა ალინას" დაპატენტების შესახებ. როგორც კაბაევას პრესმდივანმა ელიზაბეტა ოვჩინინკოვამ განაცხადა, თოჯინები მხატვრული ტანვარჯიშის საბავშვო ფესტივალის "ალინას" მონაწილეებისთვის შეიქმნება.

”ჯერჯერობით პროექტი იდეის დონეზეა და დიზაინი მოფიქრებული არ არის. შეკვეთა კონკრეტულ შემსრულებელს ჯერ არ მისვლია. არ არის გამორიცხული, რომ თოჯინები გარეგნულად თავად ალინას ემგვანება", - განმარტა ოვჩინინკოვამ.

ალინა კაბაევა მრავალმხრივი ნიჭით არის დაჯილდოვებული. სახელმწიფო სათათბიროში ყოფნის პარალელურად, ჩემპიონს ტელეგადაცემა მიჰყავს, გაზეთში სვეტს წერს და საკუთარ საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობს. ცოტა ხნის წინ ალინა ამღერდა კიდეც. ინტერნეტში მისი პატრიოტული სულისკვეთების კლიპი გამოჩნდა, რომელიც ახალგაზრდების სპორტულ გამარჯვებებს ეძღვნება.

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს