არგენტინელი ქალი 23-ე სართულიდან გადავარდა და გადარჩა

არგენტინელი ქალი 23-ე სართულიდან გადავარდა და გადარჩა

ბუენოს-აირესის ერთ-ერთი სასტუმროს 23-სართულიდან ახალგაზრდა არგენტინელი ქალბატონი გადავარდა და გადარჩა. მისი ვინაობა არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ქალი 30 წლისაა.

თვითმხილველთა თქმით, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან ქალი თავად გადახტა. სასტუმრო "კლაუნ პლაზა პან ამერიკანო" დედაქალაქის ცენტრში მდებარეობს და ბუენოს-აირესის დაარსების 400 წლისადმი მიძღვნილ მემორიალს გადაჰყურებს.

ქალი სასტუმროსთან გაჩერებულ ავტომობილს დაეცა, რის შემდეგაც მრავლობითი ტრავმებით რეანიმაციაში მოათავსეს. როგორც არგენტინის სასწრაფო დახმარების სამსახურის  დირექტორმა ალბერტო კრესჩენტიმ განაცხადა, პაციენტს შინაგანი სისხლდენა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა.

ავტომობილს, რომელსაც არგენტინელი დაეცა, სახურავი ჩაენგრა და საქარე მინა ამოუვარდა. მძღოლმა ავტომობილი ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე გააჩერა. მისი ყურადღება პოლიციელმა მიიპყრო, რომელიც მაღლა იყურებოდა. ინციდენტს ადგილობრივი სამართალდამცავები იძიებენ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს