2011 წლის თებერვლიდან აშშ-ის სახლმწიფო დეპარტამენტი ოფიციალური დოკუმენტებიდან სიტყვა "დედას" და "მამას" ამოიღებს. მათ ნაცვლად ოფიციალურ ანკეტებში სიტყვა "მშობელი №1" და "მშობელი № 2" ჩაიწერება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ გენდერული იდენტიფიკაცია -"დედა" და "მამა", თანამედროვე აშშ-ის რეალიებს არ ითვალისწინებს. აშშ-ში ერთსქესიანთა ოჯახები მომრავლდა. ამიტომ, შტატებში მიიჩნევენ, რომ ამერიკელთა მთელმა თაობამ იმის გამო, რომ მათ "ორი მამა" ჰყავთ, თავი დაზარალებულად არ უნდა იგრძნოს.
2005 წლის მონაცემებით, ერთსქესიან ამერიკელთა ოჯახებში დაახლოებით 300 ათასი ბავშვი იზრდება, რომლებიც თავს უბედურად მიიჩნევენ.
წარსულში, აშშ-ში არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია კრიმინალურ დანაშაულად ითვლებოდა, ხოლო 1970 წლამდე ფსიქოლოგიურ გადახრად, რომელიც იძულებით მკურნალობას ითვალისწინებდა. 41 წლის მანძილზე არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებმა საზოგადოების ყველა ფენაში შეაღწიეს. აშშ-ში აღიარეს, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანების შეზღუდვა ”ამერიკული თავისუფლების” შეზღუდვაა.