სადღესასწაულო დღეების დასრულების შემდეგ, ინტერნეტსაიტებზე პოპულარული სადღეგრძელოების რეიტინგი გამოქვეყნდა. საინტერესოა, რა სადღეგრძელოებს წარმოთქვამენ საახალწლო სუფრასთან სხვადასხვა ქვეყანაში. შემოგთავაზებთ რამდენიმე მათგანს:
ფრანგები ყველაზე ხშირად ჯანმრთელობის სადღეგრძელოს სვამენ - A votre sante. ამ სადღეგრძელოს შემოკლებულადაც ამბობენ - სანტე. სხვათა შორის, სადღეგრძელოს წარმოთქმის შემდეგ ისინი სასმისს სუფრის ყველა წევრს უჭახუნებენ. ჩვენებური "ბუჩქი" - ყველა სტუმრის ჭიქის ერთდროული მიჭახუნება მათთვის უცხოა.
ინგლისელებმა ჭიქის მიჭახუნება საერთოდ არ იციან. გამორჩეული სადღეგრძელოებიც არა აქვთ. დალევის წინ მხოლოდ ერთ სიტყვას - Cheers
წარმოთქვამენ.
გერმანიაში სტუმრები მაშინ სვამენ, როცა ოჯახის უფროსი Prosit-ს იტყვის. კიდევ ერთი გავრცელებული ვარიანტია "ცუმვალ".
საახალწლო სუფრასთან შვედები Skoal-ს წარმოთქვამენ. სადღეგრძელოს პირველად ოჯახის უფროსი ამბობს. იგი სუფრის თითოეულ წევრს გადახედავს, "სკოლს" იტყვის და შესვამს.
ირლანდიელები წარმოთქვამენ - "სლეინტს", იტალიელები - "სალუტს", უფრო ხშირად კი - "ჩინ-ჩინს", ესპანელები - "სალუდს". ებრაელთა ყველაზე პოპულარული სადღეგრძელოა - LChayim. ჩინეთი ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა. საახალწლო სუფრაზე სადღეგრძელოებსაც ამბობენ და ერთმანეთს ჭიქებსაც უჭახუნებენ, მაგრამ უფროს-უმცროსობის წესს იცავენ. მაგალითად, თუ ასაკით უმცროსი უფროსს ჭიქას უჭახუნებს, ჭიქის ზედა ნაწილი უფროსის ჭიქის ფეხს უნდა შეეხოს. ამით ის უფროსისადმი პატივისცემასა და მორჩილებას გამოხატავს.
მერიქიფემ ჭიქები ბოლომდე უნდა გაავსოს, ამით ის სტუმრებისადმი პატივისცემას გამოხატავს. დალევის წინ ჩინელები წარმოთქვამენ: "კან პეი" (ან "კამპაი"), რაც ჩვენებურად ბოლომდე შესვის ნიშნავს, ჩინურად კი - "მდინარე დააშრე".
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)