ალპინისტი 300 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და გადარჩა

ალპინისტი 300 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და გადარჩა

დაუჯერებელი შემთხვევა შოტლანდიის მთებში მოხდა. 36 წლის მამაკაცი 305 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა და არა მხოლოდ გადარჩა, ფაქტობრივად, უვნებელი დარჩა.

ადამ პოტერი გლაზგოდან არის. სწორედ ამ ქალაქის მთამსვლელების 24-კაციან შემადგენლობაში აპირებდა Sgurr Choinnich Mor-ის მწვერვალის დალაშქვრას. მთაზე ასვლისას, პოტერმა თავის შემაგრება ვერ მოახერხა და გადმოვარდა.

მაშველებმა დაზარალებულს ნახევარ საათში მიაგნეს. მათდა გასაკვირად, ადამი ხელში გეოგრაფიული რუკით მშვიდად იდგა. როგორც მან შემდგომში ახსნა, დარტყმის ძალისგან მეხსიერება დაკარგა და რუკის საშუალებით მოვლენათა ჯაჭვის აღდგენას ცდილობდა.

"ბი-ბი-სის" ცნობით, ადამ პოტერი საავადმყოფოში გადაიყვანეს და შემოწმების შემდეგ დაადასტურეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თავად შემთხვევის მთავარი გმირი "იღბლიან ვარდნას" ასეთ კომენტარს უკეთებს: "მარტო იმაზე ვფიქრობდი, რაც შეიძლება კარგად დავშვებულიყავი, განვლილ ცხოვრებას თვალწინ ნამდვილად არ ჩაუქროლია".

მომზადებულია www.thesurvivorsclub.org-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს