კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, წყლის დავალიანების დაფარვა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, წყლის დავალიანების დაფარვა ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი

კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების ფარგლებში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დავალიანების მქონე აბონენტებს დავალიანების დაფარვა 36 თვის განმავლობაში შეეძლებათ.

"ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შემოღების მიუხედავად, კომპანია კვლავაც აგრძელებს დავალიანების გადახდის შეღავათიან აქციებს. მაგალითად, დავალიანების მთლიანი თანხის 36 თვეზე განაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება; ამასთან, თუ აბონენტი 2011 წლამდე დაგროვილი დავალიანების 60%-ს გადაიხდის, 40%-ს კომპანია ჩამოაწერს. თბილისის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის კი, რომელსაც სოციალურად დაუცველის კატეგორია აქვს მინიჭებული, კომპანიას დავალიანების გასტუმრების ინდივიდუალური და უპრეცედენტოდ შეღავათიანი

პირობები აქვს დაწესებული", - განუცხადეს "ინტერპრენიუსს" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".

დავალიანების მქონე თბილისელ აბონენტებს შეუძლიათ, მიმართონ კომპანიის რაიონულ სერვის-ცენტრებს, სადაც მათ დავალიანების დაფარვაში დაეხმარებიან.

გარდა ამისა, კომპანიაში აცხადებენ, რომ დღეისთვის, 2008 წელთან შედარებით, თბილისის მოსახლეობის გადახდის მაჩვენებლები ბევრად გაუმჯობესებულია.

"მისასალმებელია, როდესაც უფრო და უფრო მეტი თბილისელი ხვდება, რომ აუცილებელია მოხმარებული წყლის საფასურის დაფარვა და დავალიანების გადახდა. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ დარჩენილია მოსახლეობის ნაწილი, რომელიც სავალდებულოდ არ მიიჩნევს გადაიხადოს გაწეული მომსახურების საფასური", - აცხადებენ "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში".

თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირების წესის შესაბამისად გადასახდების გადახდა 7 თებერვლიდან მოუწევს. დედაქალაქის აბონენტები ახალ ქვითრებს დღეიდან მიიღებენ.

წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანების მქონე აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება კი 15 თებერვლიდან შეეზღუდებათ. "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გარდა ბუნებრივი აირისა, კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირება განხორციელდება. აღნიშნული ცვლილება პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისს ეხება.

ცვლილებების მიხედვით, თუ აბონენტს წყლისა და დასუფთავების მომსახურების დავალიანება აქვს, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ