რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებენ. დაკავებულია ათობით პირი - მთელს პერიმეტრზე გაუშვეს ცრემლსადენი გაზი.
პერიოდულად ადგილი აქვს სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას.
პარალელურად, რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე მასიურად უშვებენ ცრემლსადენ გაზს. აღსანიშნავია, რომ თავად საპოლიციო ძალების წარმომადგენლები სპეციალური ნიღბებით არიან აღჭურვილი.
ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე ვითარება დაძაბულია.
რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს.
წყლის ჭავლს უშვებენ როგორც ჭიჭინაძის ქუჩიდან, ისე თავისუფლების მოედნის მხარიდან.
ადგილზე პერიოდულად ხდება დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და წინა ტერიტორია დემონსტრანტებისგან უკვე გაათავისუფლეს.
მომიტინგეებმა გადაინაცვლეს შევჩენკოს ქუჩისა და პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე, “ცისფერ გალერეასთან“ ნაგვის ურნების, სკამებისა და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით ბარიკადებს აგებენ.
დემონსტრანტები ამ ფორმით ცდილობენ, ხელი შეუშალონ სპეცრაზმს, რომელიც რუსთაველის გამზირის აქციის მონაწილეებისგან სრულად გათავისუფლებას ცდილობს.
ფოტო: IPN
იხილეთ ასევე: