ავტორი:

“წინასწარი მონაცემით დაკავებულია ერთ-ერთი პირი - ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს “ფეისბუქი“ - რას წერს იმ მოქალაქის მეგობარი, რომელმაც დუბაიში ჩხუბის ამსახველი კადრები გაავრცელა

“წინასწარი მონაცემით დაკავებულია ერთ-ერთი პირი - ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს “ფეისბუქი“ - რას წერს იმ მოქალაქის მეგობარი, რომელმაც დუბაიში ჩხუბის ამსახველი კადრები გაავრცელა

ცოტა ხსნის წინ, სოციალურ ქსელში მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს ფიზიკური დაპირისპირება მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს, ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას შორის.

მას შემდეგ, რაც გაბიტაშვილმა აღნიშნული ვიდეოები გაავრცელა, მისი პროფილი “ფეისბუქზე“ აღარ იძებნება.

  • დეტალურ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობარი, ნიკა ხატიაშვილი ავრცელებს:

“მეგობრებო, ბევრნი მეკითხებით და აქ დავწერ - ლაშა გაბიტაშვილს დროებით გაუქმებული აქვს “ფეისბუქი“.

გადმომცა გითხრათ, რომ არის კარგად, ისიც, და მისი მეუღლეც.

ფიზიკური ძალადობა წამოიწყო ირაკლი ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირებმა. შესაბამისად, ლაშამ გამოიძახა პოლიცია და ახლა ცდილობს სასამართლოში აღძრას საქმე მათ წინააღმდეგ.

წინასწარი მონაცემით, მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია),“ - წერს ხატიაშვილი.

ცნობისთვის, 12 იანვარს ლაშა გაბიტაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი სადაც წერდა, რომ აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოსტს თან ერთოდა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრებიც. საპასუხოდ, ზარქუამაც გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერდა:

იხილეთ ასევე: