ავტორი:

"მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო... დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია" - "კვარას" პირველი ინტერვიუ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ

"მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო... დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია" - "კვარას" პირველი ინტერვიუ პსჟ-ში გადასვლის შემდეგ

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

  • პსჟ-ის ახალმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ კლუბის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.

- ხვიჩა, რას გრძნობ ახლა, როდესაც "პარი სენ ჟერმენის" ფეხბურთელი გახდი?

- ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ.

- აქ გადმოსვლა რატომ გადაწყვიტე?

- ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია.

- გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელს იცნობ?

- დიახ. ფაბიანს (რუისს), რომელიც "ნაპოლიში" ასპარეზობდა. ვიცნობ ჯიჯის (დონარუმას), მას აქ გადმოსვლამდე ვესაუბრე.

- ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით იმუშავებ...

- ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: