ავტორი:

"ახლა სცენას დადგამ" - სკანდალური გამოჩენის შემდეგ ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი შორდებიან: რა დაწერა რეპერმა X-ზე და რამდენს მიიღებს ბიანკა დაშორების შემდეგ

"ახლა სცენას დადგამ" - სკანდალური გამოჩენის შემდეგ ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი შორდებიან: რა დაწერა რეპერმა X-ზე და რამდენს მიიღებს ბიანკა დაშორების შემდეგ

რეპერმა ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორისთან განქორწინების თემაზე დუმილი დაარღვია. Dailymail -ის ინფორმაციით, 47 წლის რეპერი 30 წლის ბიანკა ცენსორის შორდება.

იე-მ ინსტაგრამზე ერთგვარი გზავნილი გამოაქვეყნა, რომელიც “იძულებას“ შეეხებოდა.

“იძულება“, - დაწერა რეპერმა სავარაუდოდ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომელიც წყვილის დაშორებას ეხება. “დიახ, იძულება უკანონოა“, - დაწერა ქანიემ და მოგვიანებით მისი განმარტებაც დაამატა:

  • “იძულება არის, როდესაც ვინმეს რამეს აკეთებინებ მისი ნების საწინააღმდეგოდ, მუქარის ან დაშინების გზით. ეს შეიძლება მოიცავდეს ფიზიკურ დაზიანებას, ფსიქოლოგიურ ძალადობას, გამოძალვას, შანტაჟს ან სექსუალურ ძალადობას“, - თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ პოსტი წაიშალა.

“ამბობდნენ, რომ იემ და ცენსორიმ განქორწინება გრემის წითელ ხალიჩაზე, ქალის შიშვლად გამოჩენის შემდეგ დაიწყეს. როგორც ცნობილია, ისინი სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ ცენსორი უიესტისგან 5 მილიონ დოლარს მიიღებს.

რეპერთან დაახლოებულმა წყარომ დაადასტურა, რომ წყვილი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობს და უახლოეს დღეებში ისინი განქორწინების კანონიერი შუამდგომლობის შეტანას ელიან,“ - წერს ტაბლოიდი.

ითვლება, რომ სენსორი ამჟამად თავის 35 მილიონი დოლარის ღირებულების სახლში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს. უცნობია სად არის ვესტი.

ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი 2022 წლის დეკემბერში დაქორწინდნენ.

წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის სექტემბერშიც გავრცელდა, თუმცა მათ მოგვიანებით დაადასტურეს რომ ერთად არიან და გავრცელებულ ხმებს "ტრიუკი" უწოდეს.

  • წყვილის ბოლო გამოჩენამ “გრემის" დაჯილდოებაზე სკანდალის პიკს მიაღწია. ვიდეოში ჩანს, როგორ აძლევდა უესტი მითითებებს ბიანკას, ვიდრე ის შავ ბეწვის ქურქს მოიხსნიდა და სრულიად შიშველ სხეულს გამოაჩენდა, რამაც მაყურებელი შოკში ჩააგდო.

LipReader-ის დამფუძნებლისა და მთავარი ანალიტიკოსის, ნიკოლა ჰიკლინგის თქმით, უესტი ცოლს ეუბნებოდა: "ახლა სცენას დადგამ", რაზეც ავსტრალიელმა მოდელმა თავი დაუქნია. "დადგი სცენა, ეს აზრიანი იქნება... ქურქი უკნიდან ჩააგდე და შემობრუნდი, მე შენთან ვარ."

წყარო

იხილეთ ასევე: