ავტორი:

გრძნობენ თუ არა ჭიაყელები ტკივილს, ან ჭიანჭველები ბედნიერებას? - რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები უხერხემლოთა გრძნობების შესწავლისას

გრძნობენ თუ არა ჭიაყელები ტკივილს, ან ჭიანჭველები ბედნიერებას? - რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები უხერხემლოთა გრძნობების შესწავლისას

გრძნობს თუ არა ჭიაყელა ტკივილს, თუ მას შემთხვევით ფეხი დავაბიჯეთ? გრძნობს ბუზი ტკივილს, როცა ფრთები ტყდება? ბედნიერია თუ არა ჭიანჭველა, როცა საკვებს პოულობს? - ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამის შესახებ ერთხელ მაინც არ უფიქრია.

უხერხემლოების შეგრძნებების კვლევა, მეცნიერების წყალობით უფრო და უფრო აქტიური თემა ხდება. ისინი უხერხემლოების და მწერების შესწავლას ახალ დონეზე იწყებენ და იკვლევენ, აქვთ თუ არა გრძნობები მათ.

  • თუკი ეს დამტკიცდა, უხერხემლოები შეიძლება მიჩნეულ იყვნენ ინტელექტუალურ არსებებად, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეუძლიათ განიცადონ ისეთივე, ან დაახლოებით იმდაგვარი ემოციები, როგორც ჰომოსაპიენსებმა.

პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით სამეფო ვეტერინარული კოლეჯის წევრის, დოქტორი ენდრიუ კრამპის შუამდგომლობით, გაერთიანებულ სამეფოში გადაიდგა. არსებული კანონები, რომლებიც მხოლოდ ცხოველთა გრძნობებს აღიარებდნენ, შეიცვალა და დაემატა მსხვილი ცეფალოპოდები (მაგალითად, რვაფეხა, კალმარი, კიბო და ა.შ.).

  • ნერვული სისტემები უკიდურესად რთული სისტემაა. რთულია იდენტიფიცირდეს ცნობიერებისა და გრძნობების გარეგანი გამოხატულება ტკივილის ავტომატური რეფლექსებისგან. ამიტომ, მეცნიერები ამ მიმართულებით ნელა მიიწევენ წინ.

მაგალითად, კრამპმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრები სტიმულზე მარტივი გზებით არ რეაგირებდნენ, ამის სანაცვლოდ - სტიმულებზე რეაგირებდნენ რთული, კონტექსტზე დამოკიდებული გზებით.

აღმოჩნდა, რომ კვებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად ისინი ობიექტის ფერს აანალიზებდნენ.

მათ წინ დაულაგეს გადამწვარი, მუქი ფერის შაქარი, რომელიც არასდროს მოსწონდათ და სხვა საკვები ნივთიერებები, რომლებიც შაქრის დაბალ კონცენტრატებს შეიცავდნენ და თითქმის გამოუსადეგარი იყო ფუტკრებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფუტკრებს დამწვარი შაქარი არასდროს მოსწონდათ, მათ გადაამუშავეს ინფორმაცია და კომპრომისზე წავიდნენ - მწირი არჩევანის პირობებში დამწვარი შაქარი მიირთვეს.

  • ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დიდ უხერხემლოებში გამაღიზიანებელზე რეაქცია იყო რთული, გრძელვადიანი და შეესაბამებოდა ტკივილის კრიტერიუმებს. ისინი მათთვის არასასურველ შეგრძნებებს სხვადასხვაგვარად გაურბიან.

რვაფეხებს შეუძლიათ შეასრულონ საოცრად რთული ამოცანები, რათა თავიდან აიცილონ მტკივნეული გარემო. ეს ყველაფერი აჩენს ვარაუდს, ჩვენგან ძალიან განსხვავებულ არსებებსაც ისეთი “გრძნობები“ აქვთ, როგორც კაცობრიობას.

კრამპისა და სხვა მეცნიერების მუშაობამ განაპირობა 2022 წლის ცხოველთა კეთილდღეობის აქტის შექმნა, რომელმაც პირველად გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში აღიარა, რომ ზოგიერთ ცხოველს აქვს შეგრძნებები, რაც მათდამი მოპყრობის ცვლილებას მოითხოვს.

ექსპერტები ახლა აგროვებენ მტკიცებულებებს, რაც ბევრად უფრო შორს მიდის ვიდრე წარმოგვიდგენია. ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი ნაშრომი აღწერს, თუ როგორ აღმოაჩინეს ნიშნები მწერებში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მწერებს გრძნობები გააჩნიათ.

იდეალურ შემთხვევაში, ეს ახალი აღმოჩენა შექმნის ახალ კანონებს, რომლებიც ფერმერებს აიძულებენ გააუმჯობესონ უხერხემლოთა ყოფა და პირობები მთელს მსოფლიოში.

წყარო

იხილეთ ასევე: