ავტორი:

რესტლინგის ოქტაგონიდან ტრამპის მთავრობაში: ვინ არის 76 წლის მილიარდერი ლინდა მაკმაჰონი, რომელიც აშშ-ის განათლების მინისტრად დაამტკიცეს (ვიდეო)

რესტლინგის ოქტაგონიდან ტრამპის მთავრობაში: ვინ არის 76 წლის მილიარდერი ლინდა მაკმაჰონი, რომელიც აშშ-ის განათლების მინისტრად დაამტკიცეს (ვიდეო)

სენატმა განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე დაამტკიცა დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი - ლინდა მაკმაჰონი. თუმცა, მანამდე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის აღნიშნული დეპარტამენტის დახურვას გეგმავს და სავარაუდოდ, ლინდა მაკჰამონს მისი პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენებს.

მის კანდიდატურას მხარი სენატის 51-მა მონაწილემ დაუჭირა. 45 დემოკრატი წინააღმდეგი იყო. რამდენიმემ თავი შეიკავა.

თუმცა, აშშ-ის განათლების მინისტრი მედიის ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა. 76 წლის მილიარდერი World Wrestling Entertainment-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია. ის საზოგადოებას ახსოვს ექსტრავაგანტური შოუებით. მაკჰამონი რესტლერებთან ერთად საბრძოლო მოედანზეც კი გამოდიოდა და არაერთი სანახაობა დაუდგამს.

მას მხარდამჭერები გამოცდილ ლიდერად მოიხსენიებენ. ოპონენტები კი ამბობენ, რომ ის არ არის კვალიფიციური კანდიდატი.

  • ვინ არის ლინდა მაკმაჰონი? მილიარდერი WWE-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი

ის ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა. WWE 2009 წელს დატოვა და კარიერა პოლიტიკაში განაგრძო. ორჯერ იყარა კენჭი სენატში, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მილიარდერმა ტრამპის კამპანიას 2020 წელს მილიონობით დოლარი შესწირა. მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს კი მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.

Business Outstanders-ის თანახმად, 76 წლის მაკმაჰონის ქონება 2024 წელს 3,2 მილიარდ დოლარად შეფასდა.

მან ქონება რესტლინგის სფეროში საკმაოდ წარმატებული მუშაობის შედეგად გამოიმუშავა. პროფესიონალური ჭიდაობის პოპულარული პრომოუშენი - WWE, ლინდა მაკმაჰონმა 1980 წელს დააარსა. ის იყო ჩემპიონატის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი.

წყარო

იხილეთ ასევე: