კანიე უესტის ყოფილმა შეყვარებულმა ემბერ როუზმა ახალ ინტერვიუში რეპერთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ აიძულებს უესტი ცოლებს სკანდალური ტანსაცმლის ტარებას.
მასთან ურთიერთობის დროს ეს ყველაფერი მძულდა. პროტესტის გრძნობა მქონდა. როცა ის სახლში არ იყო, მის ტანსაცმელს ვაცმევდი, სპორტულებს, ჯინსებს, დიდ ქურთუკებს... ვტიროდი, არ მინდოდა ამის გაკეთება, რამდენჯერმე ვეჩხუბე კიდეც. - " არ გესმით, ეს მოდაა, მე გენიოსი ვარ" - მეუბნებოდა კანიე."
ცნობისთვის, ემბერ როიუზი კანიეს 2008-2010 წლებში ხვდებოდა.
ცნობისთვის, რეპერი კანიე უესტი და მისი მეუღლე, ბიანკა ცენსორი, წლების განმავლობაში თავიანთი ქცევითა და ჩაცმის სტილით სკანდალებს იწვევენ, მაგრამ აღშფოთებამ კვირას, ლოს ანჯელესში, "გრემის" დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო პიკს მიაღწია.
შოკისმომგვრელი სცენის შემდეგ წყვილმა გრემის დაჯილდოების ცერემონიალი სწრაფად დატოვა. დასავლური მედია წერს, რომ დაუდასტურებელი ჭორების მიხედვით, მათ ცერემონიალის დატოვება ორგანიზატორებმა მოსთხოვეს, თუმცა მეორე წყარო აღნიშნავს, რომ მსგავსი მოთხოვნა არავის მხრიდან არ ყოფილა და საღამოს დატოვება წყვილის სურვილი იყო.
წაიკითხეთ ასევე: