კალიფორნიელი კლეპტომანი კატა ტელეარხ "Animal Planet"-ის გმირი გახდა. კატამ, სახელად ”დასტი”, ჟურნალისტების ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც გაირკვა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ქალაქ სან-მატეოს მცხოვრებლებს 600-მდე ნივთი მოპარა.
გადაცემა "Must Love Cats"-ის სან-მატეოში ჩასულმა წამყვანმა კატას სათვალთვალო კამერა დაუყენა და აღმოჩნდა, რომ დასტის ღამის განმავლობაში რამდენიმე ნივთის მოპარვა შეუძლია. კლეპტომან ცხოველს ყველანაირი ნივთი აინტერესებს.
მომზადებულია Animal Planet-ის მიხედვით.