ავტორი:

ყველაფერი ცოლს და არაფერი შვილებს? - ჯინ ჰეკმანის სკანდალური ანდერძი: შესაძლოა ოსკაროსანი მსახიობის შვილებმა სასამართლო დავა წამოიწყონ

ყველაფერი ცოლს და არაფერი შვილებს? - ჯინ ჰეკმანის სკანდალური ანდერძი: შესაძლოა ოსკაროსანი მსახიობის შვილებმა სასამართლო დავა წამოიწყონ

ვარსკვლავური წყვილის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯინ ჰეკმანისა და ბეტსი არაკავას ანდერძი გამოქვეყნდა. 95 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი 80 მილიონი დოლარი თავის მეუღლეს, 65 წლის ბეტსის დაუტოვა. ჰეკმანმა, რომელიც ალცჰეიმერის დაავადებით იყო დაავადებული, ანდერძს ხელი 2005 წლის 7 ივნისს მოაწერა.

  • უცნობია, ერგოთ თუ არა რაიმე მის სამ შვილს - 65 წლის კრისტოფერ ალენს, 58 წლის ლესლი ენს და 62 წლის ელიზაბეტ ჯინს, რომელიც წინა ქორწინებიდან ჰყავდა.

როგორც DailyMail-ი წერს, შესაძლოა ამ გარემოებების გამო, შვილებმა სასამართლო დავა წამოიწყონ.

ჯინ ჰეკმანის შვილები

"ჯინ ჰეკმანი რომ გარდაცვლილიყო და ბეტსი გადარჩენილიყო, მესამე მსოფლიო ომი იქნებოდა", - განუცხადა გამოცემას იურიდიულმა ექსპერტმა.

რაც შეეხება ბეტსის ანდერძს, რომელსაც ქმრის 80 მილიონი დოლარი ერგო, მან სურვილი გამოთქვა, გარდაცვალების შემდეგ თავისი აქტივები ნდობის ფონდს გადასცემოდა, რომელიც ყველაფერს საქველმოქმედო ორგანიზაციებში გადაანაწილებდა.

  • ანდერძში ბეტსი წერს:

“თუ ჩემი მეუღლე არ გადარჩება, ჩემი ქონების დარჩენილ ნაწილს ვუტოვებ ჩემს პირად წარმომადგენელს, ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც ნდობის ფონდში ჩემი წარმომადგენელი იქნება და ფულს გამოიყენებს ქველმოქმედებისთვის/სასარგებლო მიზნებისთვის. ჩემი მეუღლის და ჩემი ცხოვრების განმავლობაში გამოხატული ან მითითებული საქველმოქმედო პრეფერენციებისა და ინტერესების შესაბამისად“.

  • წყარომ მედიას განუცხადა, რომ შვილებმა გადაწყვიტეს კალიფორნიის ტრასტებისა და ქონების ადვოკატი, ენდრიუ მ. კაცენშტეინი დაექირავებინათ.

“ფაქტი, რომ კრისს ჰყავს ძლიერი ადვოკატი, გვეუბნება რომ რაღაც ხდება,“ - ამბობს ის.

  • ჯინისა და ბეტსის უცნაური გარდაცვალების გამოძიების დეტალები ნიუ-მექსიკოს ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს. წყვილი 26 თებერვალს საკუთარი სახლის სხვადასხვა ოთახებში იპოვეს გარდაცვლილი.

სახლი, სადაც წყვილი ცხოვრობდა

ქალი დაახლოებით 11 თებერვალს, იშვიათი ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. ხოლო ჰაკმანი 18 თებერვალს გულის, დაავადებით. სახლში მკვდარი იპოვეს ერთი ძაღლი.

წყვილის გარდაცვალების დრო მნიშვნელოვანია. ნიუ-მექსიკოს კანონმდებლობით, თუ ორივეს გარდაცვალება 120 საათის განმავლობაში დაფიქსირდებოდა, მათი სიკვდილი კლასიფიცირდება როგორც "ერთდროული".

ამას შეეძლო გავლენა მოეხდინა ჰეკმანისა და არაკავას მამულების დაყოფაზე. თუმცა, რადგან ჰეკმენმა მეუღლის შემდეგ შვიდი დღე იცოცხლა, აღნიშნული შესაძლებლობაც გამოირიცხა.

როგორც ჩანს, ჰეკმანიც და არაკავაც მოულოდნელად დაეცნენ იატაკზე და არც ერთს არ ჰქონდა ტრავმის ნიშნები.

არაკავა აბაზანაში იპოვეს. ის მღრღნელების მიერ გავრცელებული ჰანტავირუსის მსხვერპლი გახდა. ვირუსი ხშირად ვრცელდება ჰაერში, როდესაც ადამიანები წმენდენ ფარდებს ან ასუფთავებენ კარადებს, სადაც თაგვები ცხოვრობენ. დაავადება იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და შეიძლება გამოიწვიოს გულის და ფილტვების უკმარისობა. ინფიცირების 38-დან 50 პროცენტამდე სიკვდილით სრულდება.

წყვილის 12 წლის ძაღლი, სახელად ზინა, გარდაცვლილი იპოვეს იმავე ოთახში, ყუთში მოთავსებული. როგორც მოგვიანებით გაირკვა, არაკავამ 9 თებერვალს ზინა კოლოფში ყუთით ვეტერინართან მიიყვანა, სწორედ ამით აიხსნება ძაღლის იქ ყოფნა.

მათი ორი სხვა ძაღლი გადარჩნენ და რანჩოში მოხეტიალე იპოვეს.

გარდაცვლილების სხეულში ნახშირბადის მონოქსიდის კვალი არ აღმოჩნდა, თუმცა თავიდან ბევრს სჯეროდა, რომ ისინი მოწამლული იყვნენ.

წყარო

იხილეთ ასევე: