ინდოელი ზიონა ჩანა მსოფლიოს ყველაზე დიდი ოჯახის უფროსად აღიარეს

ინდოელი ზიონა ჩანა მსოფლიოს ყველაზე დიდი ოჯახის უფროსად აღიარეს

ინდოეთის შტატ მიზორამის დასახლება ბაკტვანგში მცხოვრები ზიონა ჩანა მსოფლიოს ყველაზე მრავალრიცხოვანი ოჯახის უფროსად აღიარეს. "რია ნოვოსტის" ცნობით, 67 წლის ჩანას 39 ცოლი, 96 შვილი, 33 შვილიშვილი და 14 რძალი ჰყავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ოჯახში პრაქტიკულად სამხედრო დისციპლინა მოქმედებს: უფროსი ცოლები ყველა საშინაო საქმეს აკეთებენ - ალაგებენ, რეცხავენ და საჭმელს ამზადებენ. ყოველდღიურად სადილის მოსამზადებლად ქალებს 30 ქათმის დაკვლა, 60 კილოგრამი კარტოფილის დათლა და დაახლოებით 100 კილოგრამი ბრინჯის ხარშვა უწევთ.

ზიონა ფიქრობს, რომ თითოეული ცოლი "ზეცის საჩუქარია" და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მსოფლიოში ყველაზე მრავალცრიცხოვანი ოჯახის უფროსობას.

ოჯახი ოთხსართულიან და ასოთახიან სახლში ცხოვრობს, რომელსაც სახელად ჩუანტარ რანი ჰქვია - ქართულად ეს დასახელება "ახალი თაობის სახლს" ნიშნავს. სახლში სკოლა, სახელოსნო, ღორებისა და ქათმების სადგომიც არის. ოჯახის უფროსის გარდა, ყველა უზარმაზარ დარბაზში ცხოვრობს, ზიონას კი ცალკე ოთახი აქვს.

ზიონა ჩანა ამბობს, რომ აპირებს ახალი ცოლების შერთვას და ამ მიზნით არც აშშ-ში ჩასვლას გამორიცხავს. ოჯახის უფროსის გარდა ჩანა ერთ-ერთ სექტასაც მეთაურობს, რომლის მამაკაც წევრებს უფლება აქვთ განუსაზღვრელი რაოდენობის ცოლები იყოლიონ.

"ინტერპრესნიუსი"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს