პენსილვანიის უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის დოქტორანტი, მაქს გენეკოვი პლუშის სათამაშოების საკმაოდ დიდ და საყვარელ კოლექციას ფლობს.
„ყოველთვის მყავდა ისინი, როცა ვიზრდებოდი. მათთან ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი რამ,“ - თქვა მან.
მისი თქმით, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სათამაშო - ენოტია, რომელიც წლებია ჰყავს. ხანდახან ძილში დღესაც ეხუტება მას.
ამერიკული სათამაშოების ინდუსტრიის კონსულტანტის ჯული ლენეტის თქმით, პლუშის სათამაშოების გაყიდვები COVID-19 პანდემიის დროს გაიზარდა, ხოლო 2024 წელს პლუშის სათამაშოების 21% 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებზე გაიყიდა.
ხოლო Build-A-Bear-ს თავის ვებსაიტზე აქვს მთლიანი განყოფილება, რომელიც ზრდასრულთა პროდუქტებს ეძღვნება. კომპანიის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ადამიანების ნახევარზე მეტს ჯერ კიდევ აქვს ბავშვობის პლუშის სათამაშო, ხოლო დაახლოებით 40%-მა თქვა, რომ პლუშის სათამაშოსთან ერთად სძინავს.
“ვინც მარტო ცხოვრობს, კარგი იქნება, რომ ღამით ჩაეხუტოს,“ – განაცხადა ძილის ფსიქოლოგმა და Thrive Sleep Clinic-ის დამფუძნებელმა ჩრდილოეთ კაროლინაში დოქტორ ჯეიდ ვუმ.
ექსპერტების თქმით, ცუდი არაფერია იმაში, რომ ზრდასრულ ადამიანს სახლში საყვარელი პლუშის სათამაშო ჰქონდეს. რეალურად ამას ბევრი დადებითი აქვს.
ექსპერტების თქმით, ასეთი სათამაშო მეპატრონეს კომფორტის და თანაგრძნობის შეგრძნებას აძლევენ. შესაძლოა პლუშმა ის აანაზღაუროს, რაც მათ ბავშვობაში აკლდათ.
იხილეთ ასევე: