12 ორიგინალური საწოლი

12  ორიგინალური საწოლი

ადამიანების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე ორიგინალურ 12 საწოლს, რომელიც თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას დააკმაყოფილებს

მაგნიტური საწოლი

ჰოლანდიელმა დიზაინერმა ჯანჯააპ რუიჯსენაარსმა მაგნიტური მცურავი საწოლი შექმნა, რომელიც 900 კილოგრამი სიმძიმის ადამიანს გაუძლებს. იმისთვის, რომ საწოლი რაიმე ბუნებრივი ფაქტორის ზემოქმედებით გარეთ არ გაცურდეს, ის კედელზე 4 ძლიერი კაბელით არის დაბმული. ამ საწოლის ფასი 1 მლნ 200 ათასი ევროა.

საწოლი ჰამბურგერი

არასოდეს გდომებიათ წვნიან ჰამბურგერში ჩაწოლა? ეს ძალიან გემრიელი საწოლია. ამ ჰამბურგერის ფორმის საწოლს "ფეისბუქზე" 1000-ზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს.

კვერცხისებური საწოლი

"ნეშპელის" ფირმა თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს. თუკი მიეჩვევით, ამ საწოლის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდება. მას ძალიან მოსახერხებელი ლეიბი აქვს. გექნებათ ღილაკიც, რომელზეც თითის დაჭერის შემთხვევაში, თქვენი საწოლი აბსოლუტური მოდუნების საშუალებას მოგცემთ. მას ასევე კომპლექტში სპეციალური სინათლე და ფლეიერი მოყვება. 

ზღაპრული საწოლი

პატარა პრინცესების ოცნებები სრულდება. ეტლის ფორმის საწოლი ბავშვებისთვის შექმნილი საწოლებიდან ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალურია. ის ინგლისში ხელით ააწყვეს მეტალოპლასტმასისა და ხისგან. ამ საწოლისთვის სპეციალური თეთრეული და აქსესუარებიც დაგჭირდებათ, რომელთა შეძენას ამავე  კომპანიაში შეძლებთ. მისი ფასი 47 ათასი ამერიკული დოლარია.

მოლეკულური საწოლი

ამ საწოლის თითოეული ბურთულა ელასტიკური ნაჭრისგან არის დამზადებული. მას ნებისმიერი ნივთის ფორმის მიღება შეუძლია. თუკი თამაში გიყვართ, ეს საწოლი თქვენზეა ზედგამოჭრილი.

კოსმოსური საწოლი

ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ, მაგრამ ეს ამ საწოლის ფასს მაინც არ ამართლებს. 60 ათასი დოლარი ძალიან ბევრია. ამ საწოლის შემქმნელები კი ასე სულაც არ ფიქრობენ. მათ მიერ შექმნილ საწოლს კვერცხის ფორმა აქვს. ჰამაკი, ტელეფონი, დივიდი და საშინაო კინოთეატრი მოჰყვება.

ანტიტერორისტული საწოლი

ეს საწოლი ბიოქიმიური ტერაქტისგან, სტიქიური უბედურებისგან და გამტაცებლებისგან დაგიცავთ. მას ერთ მხარეს სარკე აქვს. შესაბამისად, თქვენ ბოროტმოქმედების დანახვა შეგეძლებათ, ისინი კი ვერ შეგამჩნევენ. შედეგად, მშვიდად შეძლებთ მობილურიდან პოლიციაში დარეკვას. მას კომპლექტში რადიო, მიკროტალღოვანი ღუმელი, სიდი და დივიდი ფლეიერები მოჰყვება. მისი ფასი სულ რაღაც 160 ათასი აშშ დოლარია.

კომპიუტერი საწოლი

ეს ჩვეულებრივი საწოლია, რომელიც საწოლის ქვეშ დარჩენილ ადგილს გონიერად იყენებს. ეს საწოლი დიზაინერმა ლინო ფრანჩესკომ შექმნა. მისი ფასი 3650 ამერიკული დოლარიდან იწყება.

ჩამოკიდებული საწოლი

მიუხედავად იმისა, რომ საწოლი ჩამოკიდებულია, იატაკზე დადგმულის ეფექტი აქვს. ის იტალიელმა დიზაინერმა ანდრეა ლუკატელომ შექმნა. ამ საწოლის ფასი 5500 აშშ დოლარია.

თერაპიული საწოლი

ამ საწოლის შემქმნელების მიზანი ადამიანისთვის ხმოვანი თერაპიის საშუალებით კომფორტული ძილის უზრუნველყოფაა, რათა დილით ენერგიულებმა და ბედნიერებმა გაიღვიძონ.

ჭერის საწოლი

კომფორტული ძილისთვის დიდი ადგილი საჭირო სულაც არ არის. ასე კომპანია "დექადრეიჯისის" დიზაინერები ფიქრობენ. სწორედ მათ შექმნეს ჭერის საწოლი. დღისით ის ჭერშია და ჭერის ფუნქციას ჩვეულებრივად ასრულებს, ღამით კი ლიფტის სტრუქტურის მეშვეობით იატაკზე შეგიძლიათ დაუშვათ, ან ჰაერში ჩამოკიდოთ, იმ შემთხვევაში, თუკი მის ქვეშ ავეჯი გიდევთ.

კუბო საწოლი

ავეჯის კომპანია "ქეისქეთმა" ეს საწოლი ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარულებისთვის შექმნა. მისი შეძენა 4000 აშშ დოლარად შეგიძლიათ.

მომზადებულია www.oddee.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს