ავტორი:

"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ

"მოედანზე საუკეთესო იყო. ასეთი რამ არასდროს მინახავს" - რა თქვეს ფაბიო კაპელომ და ალესანდრო დელ პიერომ კვარაცხელიას შესახებ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ლონდონში, "პარი სენ-ჟერმენსა" და ლონდონის "არსენალს" შორის გაიმართა და პარიზული კლუბის გამარჯვებით, 0-1 დასრულდა.

მოედანზე განსაკუთრებით გამორჩეული იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია. მატჩის ერთადერთი გოლი დემბელემ სწორედ "კვარას" საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა. ანალიტიკური საიტის Flashcore-ის მიხედვით, ხვიჩას თამაში ამ მატჩი 7.9 ქულით შეფასდა.

მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ფეხბურთის არაერთმა სპეციალისტმა გააკეთა კომენტარი ქართველის შესახებ და მის მიმართ საქები სიტყვები არ დაიშურეს.

  • ალესანდრო დელ პიერო:

"როდესაც კვარა იღებს ბურთს, უკვე მეტოქეზე მიდის და ამას წამის მეასედებში აკეთებს. მთელი მატჩის განმავლობაში ტიმბერს უკან დახევას აიძულებდა. ის ძალიან სწრაფად აზროვნებს და მცველს არ რჩება დრო წაიკითხოს მისი მოქმედება.

ის აიძულებს მოწინააღმდეგეს ერთი-ერთზე თამაშს, შეჰყავს ერთი კაცი საჯარიმოში და მეორე ნახევარმცველს აიძულებს, რომ მასზე ამოვიდეს".

  • ფაბიო კაპელო

"მოედანზე საუკეთესო კვარაცხელია იყო. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. არასოდეს არ მინახავს ამდენი ერბინოს. თვით ლუჩანო სპალეტისთან საჩემპიონო სეზონში. დიახ, დარბოდა, მაგრამ როდესაც უკან დაბრუნება უწევდა, ისე არ დარბოდა, როგორც დღეს საღამოს“.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრა პსჟ-სა და არსენალს შორის პარიზში, 7 მაისს გაიმართება.