აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ნიუ-იორკში გამართულ Met Gala-ს საღამოს დაესწრო.
მას ეცვა შავ-თეთრი აბრეშუმის კაბა გრძელი შარფით, შთამბეჭდავი სახელოებითა და ნაკეციანი ქვედაბოლოთი, რომელიც Off-White-ის კრეატიულმა დირექტორმა შექმნა.
60 წლის ჰარისმა თავისი ლუქი ჟურნალ Vogue-სთვის გადაღებულ პორტრეტში წარადგინა, რომელიც თეთრი სახლის ყოფილმა ფოტოგრაფმა კამერონ სმიტმა გადაიღო.
მოდის ჟურნალის ცნობით, კამალას წითელ ხალიჩაზე მისი მეუღლე დაგ ემჰოფი ახლდა, რომელსაც Brunello Cucinelli-ს სმოკინგი ეცვა.
მანამდე კამალა ჰარისი ქმართან ერთად მდიდრებისა და ცნობილების ყოველწლიურ შეკრებას დაესწრო, რომელიც საქველმოქმედო თანხების შესაგროვებლად იმართება. პაპარაცებმა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და მისი მეუღლე The Polo Bar-ის დატოვებისას შენიშნეს, სადაც აღნიშნული ღონისძიება იმართება ხოლმე.
აღსანიშნავია, რომ Met Gala-ს სტუმრების სია ექსკლუზიურია და მას Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური აკონტროლებს. წლევანდელი Met Gala-ს ბილეთები ერთ ადამიანზე 75 000 დოლარი ღირდა.
არსებობს ვარაუდები, რომ ჰარისი პოლიტიკაში აქტიურად დაბრუნებას გეგმავს და ის 2026 წელს კალიფორნიის გუბერნატორის პოსტზე იყრის კენჭს.
იხილეთ ასევე: