ავტორი:

არქეოლოგებმა პოპულარულ ტურისტულ ადგილას გლადიატორებისა და ლომების სასტიკი ბრძოლის კვალი აღმოაჩინეს - რა იპოვეს მებრძოლის ჩონჩხის შესწავლისას

არქეოლოგებმა პოპულარულ ტურისტულ ადგილას გლადიატორებისა და ლომების სასტიკი ბრძოლის კვალი აღმოაჩინეს - რა იპოვეს მებრძოლის ჩონჩხის შესწავლისას

არქეოლოგებმა ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ იორკში, რომელიც ცნობილია თავისი განსაცვიფრებელი შუა საუკუნეების არქიტექტურით და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს, გლადიატორებისა და ლომის ბრძოლის კვალი აღმოაჩინეს.

  • აქამდე არქეოლოგები არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ ლომებთან გლადიატორული ბრძოლები იტალიის გარეთაც ხდებოდა და ამ ბრძოლების შესახებ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გამოკვლეულია იორკის სასაფლაოზე დაკრძალული გლადიატორის მენჯზე აღმოჩენილი ჭრილობის ნაკვალევი.

როგორც მკვლევრები ვარაუდობენ, გლადიატორი ჩვენი წელთაღრიცხვით III საუკუნეში ცხოვრობდა და გარდაცვალების დროს 26-დან 35 წლამდე ასაკის იყო.

ხოლო ძვალზე არსებული ჭრილობის ნაკვალევის გაანალიზებისას, მათ აღმოაჩინეს, რომ ნაკბენის კვალი სავარაუდოდ ლომს ეკუთვნის.

„გლადიატორთა ბრძოლასთან დაკავშირებული ჩონჩხის მტკიცებულებები იშვიათია. აქამდე მტკიცებულებების უმეტესობა წერილობითი ან ვიზუალური წყაროებიდან მოდიოდა. იორკის მახლობლად მდებარე რომაული სასაფლაოდან აღებულ ერთ ჩონჩხს, სადაც, გლადიატორები იყვნენ დაკრძალულნი, უჩვეულო დაზიანებები აღენიშნებოდა“, - ნათქვამია სტატიაში.

კვლევის ავტორების თქმით, ეს აღმოჩენა „რომაული პერიოდის ადამიანისა და ცხოველის გლადიატორული ბრძოლის პირველი ფიზიკური მტკიცებულებაა, რომელიც ევროპაში სადმე აღმოჩენილია“.

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევარები თვლიან, რომ გლადიატორი ბრძოლაში დაიღუპა, ისინი არ თვლიან, რომ მენჯის გახვრეტა სასიკვდილო დარტყმა იყო.

წყარო

იხილეთ ასევე: